“გოლდენ სტეიტის” ლიდერმა სტეფ კარიმ ნბა-ს სასტარტო 4 შეხვედრაში ერთად 148 ქულა ჩააგდო, რაც საოცარი შედეგია. ESPN-ის ცნობით, ბოლო 40 წლის განამვლობაში ნბა-ს პირველ ოთხ მატჩში მხოლოდ მაიკლ ჯორდანმა მოახერხა 148 ქულაზე მეტის მოგროვება.
კარი ზუსტი სტატისტიკა ასეთი გახლდათ: “ნიუ ორლეანთან” - 40 ქულა, “ჰიუსტონთან” – 25, ისევ “ნიუ ორლეანთან” – 53 და “მემფისთან” – 30.