ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი იაპონიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “ტოჩიგი ბრექსში” ჩაირიცხა.
32 წლის ცქიტიშვილმა გასული სეზონი ლიბანურ “ჩემპვილში” გაატარა და ჩინებული სტატისტიკა ჰქონდა – საშუალოდ 21.0 ქულა, 11.6 მოხსნა, 2.1 პასი და 1.1 დაფარება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი მცირე ხნის წინ ნბა-ს წარმომადგენელ “ლოს ანჟელეს კლიპერსში” დამკვიდრებას ცდილობდა, შემდეგ კი, იყო შანსი, კარიერა იმავე “ჩემპვილში”, ჩინურ “ფუჯიანში” ანაც თბილისურ “ვითაში” გაეგრძელებინა.
საბოლოოდ, ხსენებული ვარაუდები არ გამართლდა და ცქიტიშვილმა იაპონიას მიაშურა, სადაც მის ახალ კლუბს 6 მოგებით მე-2 ადგილი უკავია და მხოლოდ 7-ვე თამაშის მომგებ “ტოიოტა ალვარკ ტოკიოს” ჩამორჩება.
ტოჩიგელები მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს სწორედ დედაქალაქელებთან გამართავენ. ისიც ვთქვათ, რომ ცქიტიშვილის გარდა, “ბრექსში” მხოლოდ 2 ლეგიონერია – ამერიკელები რაიან როსიტერი და ტომი ბრენტონი და მთავარი მწვრთნელიც ამერიკელია – ტომას უისმანი.