ფეხბურთი

3:26 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” “ელ კლასიკოს” წინ გალიდერდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ლიდერი შეიცვალა. მადრიდის “რეალი” გასვლაზე “სევილიასთან” დამარცხდა, რითაც “ბარსელონამ” ისარგებლა, შინ “ვილიარეალი” დაამარცხა და “ელ კლასიკოს” ლიდერის რანგში შეხვდება.

“სანჩეს პისხუანზე” გასამართ შეხვედრაში ფავორიტებად სტუმრები მიიჩნეოდნენ, რადგანაც “ბლანკოსს” მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი წაეგო, ხოლო “დალაქები” ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფებოდნენ, ლა ლიგაში მე-13 ადგილს იკავებდნენ და ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან ცუდად გამოდის გუნდი.

შეხვედრის დასასწყისიც ისეთი გამოდგა, როგორსაც უმრავლესობა ელოდა. მადრიდელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და საწყის ათ წუთში ორჯერ შეეძლოთ გატანა. ჯერ კრიშტიანო რონალდუმ გამოიყენა თავის შანსი, ხოლო შემდეგ ნაჩოს არ გაუმართლა, რომლის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ძელმა მოიგერია ბურთი. ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა, მადრიდელებმა კუთხური მოაწოდეს, საჯარიმოში ყველას სერხიო რამოსმა აჯობა და “მაკრატელა” დარტყმით ულამაზესი გოლი გაუტანა მშობლიურ კლუბს. სერხიოს გატანილი ბურთი ძვირად დაუჯდა, “რეალის” კაპიტანით მხრით ცუდად დაეცა, ტრავმა მიიღო და 32-ე წუთზე რაფაელ ვარანმა შეცვალა. რამოსის გასვლამდე კი, მის გუნდს კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ გარეტ ბეილს ორივე შემთხვევაში სერხიო რიკომ აჯობა. ერთ ეპიზოდში მასპინძლებმაც შეძლეს მწვავე იერიშის განხორციელება, მაგრამ პეპემ ბურთის ჩაჭრა მოახერხა და ჩირო იმობილეს არ გაატანინა. იტალიელმა ფორვარმა თავი მაინც გამოიჩინა, 35-ე წუთზე “დალაქებმა” კუთხური მოაწოდეს, რომელიც იმობილეს ახლო მანძილიდან გატანილი გოლით დასრულდა. გატანილი გოლის შემდეგ “სევილია” გააქტიურდა და ოთხ წუთში იმობილეს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან კასილიას კარს ააცილა.

მეორე ნახევარში “სევილიამ” ძალიან მოუმატა და შესანიშნავი ტაიმი აჩუქა საკუთარ გულშემატკივრებს. ბრწყინვალედ ითამაშა ევგენი კონოპლიანკამ, რომელმაც მთელი “რეალის” დაცვა, განსაკუთრებით კი დანილო აიკლო თავისი ფლანგიდან. შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ევერ ბანეგა და გჟეგოჟ კრიხოვიაკი. არგენტინელი ბურთს შესანიშნავად ანაწილებდა, ხოლო პოლონელი უდიდეს სამუშაოს ასრულებდა, მეტოქის იერიშებს მშვენივრად შლიდა და საკუთარი გუნდისას იწყებდა. 61-ე წუთზე კონოპლიანკა-იმობილე-ბანეგას ძალიან ლამაზი სამსვლიანი კომბიანაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა და “სევილია” წინ გავიდა. გაშვებული გოლის შემდეგ “რეალს” სამი კარგი შანსი ჰქონდა გასათანაბრებლად. ორ შემთხვევაში რონალდუ ძალიან ცუდად გაისარჯა, ხოლო კასემიროს თავური დარტყმისას სერხიო რიკომ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და ბურთი კარის ხაზზე გააქვავა. გამოუყენებელი მომენტების მადრიდელები დაისაჯნენ, კონოპლიანკამ მარცხენა ფლანგზე კვლავ გაილაღა და კიდევ ერთი მშვენიერი სამსვლიანი კომბინაციით ფლანგის გარღვევა მოხერხდა. კონოპლიანკამ ორი მეტოქე ჩამოიშორა და ევერ ბანეგას გადააწოდა ბურთი, რომელმაც საჯარიმოში ტრემულინასი შეიყვანა, ფრანგმა ფეხბურთელმა მეკარის საჯარიმოს გასვრივ ცუდად ჩააწოდა, მაგრამ მარჯვენა ფლანფზე ბურთს მარიანო დახვდა, რომელმაც საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, სადაც ყველას შეცვლაზე შემოსულმა ფერნანდო ლორენტემ დაასწრო და თავური დარტყმით 73-ე წუთზე სხვაობა გაზარდა. მასპინძელებს სამ წუთში მეოთხე გოლის გატანაც შეეძლოთ, მარცხენა ფლანგზე კონოპლიანკა კვლავ იოლად გაუსწორდა დანილოს და კარშიც დაარტყა, უკრაინელს კიკო კასილიამ არ გაატანინა, რომელმაც დამატებაზე ევერ ბანეგასაც აჯობა. დარჩენილ დროში “რეალი” ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა, “სევილია” ბურთს მშვენივრად აკონტროლებდა და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ. მადრიდელებმა ერთადერთი მომენტი შექმნეს და ისიც გოლით დასრულდა: 93-ე წუთზე ანგარიშის შემცირება შორეული დარტყმით ხამეს როდრიგესმა მოახერხა – 3:0. “რეალმა” ლიდერობა დათმო, ხოლო “სევილიამ” 15 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. სათქმელია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში ანდალუსიურმა კლუბმა ორივე გრანდს სძლია საკუთარ მოედანზე.

“ბარსელონამ” შინ “ვილიარეალი” მიიღო და უგოლო ერთი საათის შემდეგ სამი გოლის გატანა მოახერხა. კატალონიელები მთელი მატჩის განმალობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და შედეგიც სრულიად ლოგიკურია. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მე-60 წუთზე მოახერხა, სერხიო ბუსკეტსის შესანიშნავი გადაცემა ნეიმარმა გამოიყენა და არეოლას ახლო მანძილიდან გაუტანა. 69-ე წუთზე ხაუმე კოსტამ საკუთარ საჯარიმოში მუნირ ელ ჰადადი წააქცია და კლოს გომესმა არეოლას კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც ლუის სუარესმა უნაკლოდ შეასრულა, ხოლო 85-ე წუთზე ნეიმარმა ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0. “ბარსელონა” “ელ კლასიკოს” სამქულიანი უპირატესობით ხვდება.

მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე “ხიხონს” დაუპირისპირდა და მსაჯის მიერ მესამე კომპენსირებულ წუთზე მოახერხა მათი გატეხვა. გამარჯვების გოლი 93-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გაიტანა, რომელმაც გოდინის თავური გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან მოუპოვა თავის გუნდს საჭირო ქულები - 1:0. “როხიბლანკო” 23 ქულით მე-3 ადგილზეა, “რეალს” ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო “ბარსელონას” ოთხით.

დღის გახსნით შეხვედრაში “ბილბაომ” “ესპანიოლს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით მოუგო. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ინიაკი უილიამსის ულამაზესი გოლით მოიგეს. 51-ე წუთზე პერესმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 64-ე წუთზე ბასკებს გამარჯვება რაულ გარსიამ მოუტანა – 2:1.

სევილია – რეალი 3:2 (1:1)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, ანდრეოლი (კოლოძიეჩაკი 84), მარიანო, ტრემულინასი, ნ’ზონზი, კრიხოვიაკი, ბანეგა (კრონ-დელი 78), ვიტოლო, კონოპლიანკა, იმობილე (ფ.ლორენტე 70).
მწვრთნელი: უნაი ემერი

რეალი (4-3-3): კასილია, რამოსი (ვარანე 32), პეპე, ნაჩო, დანილო, კასემირო, მოდრიჩი, კროოსი (ხესე 78), ისკო (ხამესი 63), ბეილი, რონალდუ.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 0:1 რამოსი (22), 1:1 იმობილე (36), 2:1 ბანეგა (61), 3:1 ფ.ლორენტე (73), 3:2 ხამესი (93)
გაფრთხილებები: იმობილე – ნაჩო
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

ბარსელონა – ვილიარეალი 3:0 (0:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე (ბარტრა 82), მატიე, ალვეში, ბუსკეტსი, რობერტო, ინიესტა, ელ ჰადადი (რამირესი 79), ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ვილიარეალი (4-3-3): არეოლა, ბონერა, რუისი, ხ.კოსტა, გასპარი, ჯ.დოს სანტოსი, პინა (ბაკამბუ 66), სორიანო, დ.სუარესი, კასტილიეხო (სამუელი 79), სოლდადო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 1:0;3:0 ნეიმარი (60;85), 2:0 ლ.სუარესი (70 პენ.)
გაფრთხილებები: მატიე, ინიესტა, ლ.სუარესი, ნეიმარი, პიკე – გასპარი, ხ.კოსტა, ბონერა
მსაჯი
: კლოს გომესი

ატლეტიკო – ხიხონი 1:0 (0:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი (გამესი 46), გაბი, ტიაგო, კარასკო (ო.ტორესი 78), კოკე (კორეა 64), გრიზმანი, ჯ.მარტინესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, ლ.ერნანდესი, ესპინოსა, მენენდეში, ლორა, მასკარელი, ს.ალვარესი (კასესი 12), პ.პერესი, ხონათანი, ჰალილოვიჩი (ფრაილი 80), გერერო (კ.კასტრო 26).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

გოლი: გრიზმანი (93)
გაფრთხილებები: კარასკო, კოკე, ლუისი, გოდინი – ესპინოსა, კასესი, კუელარი
მსაჯი:
ესტრადა ფერნანდესი

ბილბაო – ესპანიოლი 2:1 (1:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, ბენიატი (ელუსტონდო 88), სან ხოსე, უილიამსი (ბოვედა 66), რ.გარსია, საბინი (სუსაეტა 46), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ესპანიოლი (4-3-3): პაუ, როკო, ა.გონსალესი, ხ.ლოპესი, ფუენტესი (სილა 75), ჰ.პერესი (აბრაჰამი 91), ვ.სანჩესი, დიოპი, ვ.ალვარესი (ბურგუი 66), ასენსიო, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლები: 1:0 უილიამსი (8), 1:1 ჰ.პერესი (51), 2:1 რ.გარსია (64)
გაფრთხილებები: გურპეგი, ბენიატი – ვ.ალვარესი, დიოპი, კაისედო, ფუენტესი, ხ.ლოპესი, სილა
მსაჯი: უნდიანო მალენკო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098166