საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრები, ზაზა ჯიბლაძის და ლუკა ბოძაშვილის ხელმძღვანელობით, სტამბულში გაემგზავრა, სადაც 3 დეკემბრამდე დარჩება და თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად საერთო გუნდურ შეკრებას გაივლის. რამოდენიმე დღეში შეკრებას ნორვეგიის ნაკრებიც შეურთდება.
ნაკრების მწვრთნელებმა ახალგაზრდებს შორის ოთხივე მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე, გელა ბოლქვაძე, ნიკოლოზ კახელაშვილი და ზვიად პატარიძეც დაიმატეს. ნაკრები საქართველოს 23-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 10-13 დეკემბერს, ორივე სტილში, ბათუმი უმასპინძლებს.
www.wrestling.ge