ფეხბურთი

4:58 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაჩაგრა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის შემდეგ გათამაშების ლიდერი აშკარად გამოიკვეთა. “ბარსელონამ” მადრიდში გამართულ “ელ კლასიკოში” პრინციპული მეტოქე “რეალი” გაანადგურა და 6 ქულით გაიჭრა წინ.

რაფაელ ბენიტესმა რამდენიმე ისეთი მოთამაშე დააყენა ძირითადში, რომლებმაც ახლახანს მოიშუშეს ტრავმები და სასურველ ფორმაში არ არიან. ამან “რეალის” თამაშს დაღი დაასვა და ეს საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა. ასევე, ალბათ შეცდომა გახლდათ კასემიროს თადარიგში დატოვებაც, რომელიც ცენტრში ძალიან დიდ შავ სამუშაოს ასრულებს და დაცვასაც დროულად აზღვევს ხოლმე. ამ ყველაფერში დღეს მადრიდელებს ძალიან უჭირდათ.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, თადარიგში დარჩა ლიონელ მესი, რომელიც სათამაშოდ ბოლომდე მზად არ გახდათ. სამაგიეროდ, ძირითადში იყო ივან რაკიტიჩი, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებდა.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ბოლომდე ასევე გაგრძელდა. პირველი სახიფათო მომენტი ნეიმარს შეექმნა, რომელმაც ნავასის კარს ხელსაყრელი პოზიციიდან დიდი მანძილით ააცილა. მომდევნო შეტევას, რომელიც სტუმრებმა მე-11 წუთზე განახორციელეს გოლი მოჰყვა – სერხი რობერტომ მშვენივრად ითამაშა და ლუის სუარესი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელიც დიდოსტატურად გაისარჯა და ნავასს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა. გაშვებულმა გოლმა მადრიდელები ვერ გამოაცოცხლდა და სახიფათო მომენტი არ შეუქნიათ, ხოლო “ბარსელონას” მორიგ ხიფათს მეორე გოლი მოჰყვა მადრიდელთა კარში. ანდრეს ინიესტას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ნეიმარი ნავასთან პირისპირ აღმოჩნდა, რომელმაც ახლო მანძილიდან დაამწუხრა კოსტა-რიკელი კიპერი. ტაიმის ბოლოს სტუმრებს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ სუარესის დარტყმული ცარიელი კარიდან მარსელომ გამოიტანა, ხოლო დამატებაზე ივან რაკიტიჩს რაფაელ ვარანემ არ გაატანინა.

შესვენებაზე ბენიტესმა შეცვლებს არ მიმართა და იგივე შემადგენლობა გაუშვა სათამაშოდ, რომლებმაც პირველი ნახევარი ჩაატარეს, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და ორწუთიან მონაკვეთში ორი მომენტი შექმნეს. მარსელომ გარედან მოარტყა კარის ბადეს, ხოლო ხამესს ბრავომ აჯობა. დუბლის შესრულებას ცდილობდა ნეიმარი, რომელსაც ნავასმა არ გაატანინა ჯარიმიდან. მომდევნო იერიში კი, კატალონიელთა კიდევ ერთი გოლით დასრულდა. ნეიმარისა და ინიესტას ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის უძლიერესი და რაც მთავარია, ზუსტი დარტყმით დასრულდა. გატანილი გოლიდან მალევე, 57-ე წუთზე ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანზე ლიონელ მესი გამოჩნდა, რომელმაც რაკიტიჩი შეცვალა. ლეოს 66-ე წუთზე გატანაც შეეძლო, მაგრამ მის დარტყმულს რაფაელ ვარანე გადაეღობა. მადრიდელებს სხვაობის შემცირების ბრწყინვალე შანსი 68-ე წუთზე ჰქონდათ. გარეტ ბეილმა ჩინებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა კრიშტიანო რონალდუ, რომელმაც ბრავოს ვერ აჯობა. ხუთ წუთში უკვე ლუის სუარესს შეეძლო გატანა, მაგრამ “რეალი” სერხიო რამოსმა გადაარჩინა. თუმცა, ორ წუთში ურუგვაელმა მაინც მოახერხა დუბლის შესრულება. “ბლაუგრანას” კიდევ ერთი ლამაზი კომბინაცია ლუისის მეკარესთან პირისპირ გასვლით დასრულდა, რომელმაც ნავასი კვლავ უშანსოდ დატოვა. დარჩენილ დროში ორივე კლუბს ჰქონდათ მომენტები, მასპინძელთაგან რონალდუ და ბენზემა ცდილობდნენ თავური დარტყმებით გატანას, მაგრამ ბრავო შესანიშნავად თამაშობდა, ხოლო სტუმართაგან ელ ჰადადის შეეძლო თავისი გოლი გაეტანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. ასევე გამოსარჩევია ისკოს გაძევება, რომელმაც 84-ე წუთზე ნეიმართან უხეში თამაშის გამო პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა – 0:4.

კატალონიელთათვის ერთადერთი სამწუხარო ფაქტი ხავიერ მასკერანოს ტრავმაა, რომელმაც პირველ ნახევარში დაზიანება მიიღო და ჟერემი მატიემ შეცვალა.

წარმატებული დებიუტი გამოუვიდა ეუსებიო საკრისტანს, რომლის გაწვრთნილმა “სოსიედადმა” შინ “სევილია” დაამარცხა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, ბასკთაგან აგირეჩემ და პრიეტომ მოახერხეს გატანა და “ჩური ურდინს” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანეს – 2:0.

მორიგი უსუსური მატჩი ჩაატარა “ვალენსიამ” და მატჩის შემდგომ კლუბის ქომაგები კვლავ ნუნუ ესპირიტო სანტოს ასვლას ითხოვდნენ. “ღამურები” საკუთარ მოედანზე ალკასერის მიერ მე-8 წუთზე გატანილი გოლით უგებდნენ “ლას პალმასს”, თუმცა 57-ე წუთზე ხონათან ვიერმა ყოფილ კლუბს გაუტანა და როგორც შემდგომ გაირკვა, ორი ქულაც წაართვა. ისე კი, თუ ვინმეს მოგება ეკუთვნოდა ეს “ლას პალმასია”, რომელთაც მეორე გოლის გატანა ნამდვილად შეეძლოთ, მაგრამ ან ხაუმე თამაშობდა მშვენივრად, ანაც მიზანი აკლდებოდათ სტუმრებს – 1:1.

მიმდინარე სეზონში გამოცოცხლებულმა “დეპორტივომ” გალისიურ დერბიში შინ “სელტა” მიიღო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ლუკას პერესის გოლით მოიგეს, ხოლო მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. ხონიმ ავტოგოლი ჩაიწერა პასივში - 2:0.

დღის კიდევ ერთი შეხვედრა “ლოს კარმენესზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ესპანიოლმა” ერნან პერესის დუბლით “მალაგა” დაამარცხა და შესაძლოა, ხავი გრასია სამსახურის გარეშე დატოვა – 2:0.

რეალი – ბარსელონა 0:4 (0:2)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-2-3-1): ნავასი, ვარანე, რამოსი, მარსელო (კარვახალი 59), დანილო, მოდრიჩი, კროოსი, ხამესი (ისკო 55), ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო (მატიე 27), პიკე, ალვეში, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა (ელ ჰადადი 77), რაკიტიჩი (მესი 57), რობერტო, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1;0:4 ლ.სუარესი (11;74), 0:2 ნეიმარი (39), 0:3 ინიესტა (53)
გაფრთხილებები: ხამესი, რამოსი, კარვახალი – ალვეში, ბუსკეტსი
გაძევება: ისკო (84)
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

ვალენსია – ლას პალმასი 1:1 (1:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): დომენეში, მუსტაფი (ვეზო 72), აბდენური, კანსელო, გაია, ფუეგო (ე.პერესი 53), პარეხო, გომეში, ფეგული (ბაკალი 65), მინა, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, ბიგასი, აიტამი, სიმონი, კასტელიანო, მესა (ერნანი 78), ტანაუსუ (კულიო 89), მომო (ელ ჟარი 75), ვიერა, არაუხო.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 1:0 ალკასერი (8), 1:1 ვიერა (57)
გაფრთხილებები: მუსტაფი, კანსელო, ე.პერესი – მომო, ელ ჟარი, სიმონი
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო

სოსიედადი – სევილია 2:0 (0:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი, მ.გონსალესი, ელუსტონდო (კ.მარტინესი 88), ბერჩიჩი, პარდო, ბრუმა (ოიარზაბალი 62), ილარამენდი, პრიეტო, კანალესი (ბერგარა 79), აგირეჩე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, ანდრეოლი (კოლოძიეჩაკი 21), რამი, მარიანო, ტრემულინასი, კრიხოვიაკი, ნ’ზონზი, რეიესი (კონოპლიანკა 62), იბორა, ვიტოლო, იმობილე (გამეირო 73).
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 აგირეჩე (73), 2:0 პრიეტო (77)
გაფრთხილებები: ბერჩიჩი, ილარამენდი – ანდრეოლი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

ესპანიოლი – მალაგა 2:0 (2:0)

ბარსელონა, “ლოს კარმენესი”

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ა.გონსალესი, როკო, ფუენტესი (დუარტე 46), ხ.ლოპესი, ვ.სანჩესი, დიოპი, ასენსიო (ხ.მორენო 86), ჰ.პერესი, ვ.ალვარესი (ბურგუი 72), კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ბოკა (ონტივეროსი 46), ველიგტონი, ანხელერი, როსალესი, ფორნალსი, ტისონე, დუდა (ჰორტა 66), ხ.კარლოსი, ამრაბატი (ტიგადუინი 78), ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლები: ჰ.პერესი (6;20)
გაფრთხილებები: დიოპი, ა.გონსალესი, პაუ, ასენსიო, ვ.სანჩესი – ამრაბატი, დუდა
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

დეპორტივო – სელტა 2:0 (1:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, სიდნეი, არიბასი, ხუანფრანი (გუტიერესი 80), ფ.ნავარო, მოსკერა, ბერგენტინოსი, კანი (ფაჟრი 68), ლ.პერესი, ლუისინიო, ხ.როდრიგესი (ლაურე 75).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ფონტასი (პლანასი 58), ს.გომესი, მალიო, ხონი, ვასი, ა.ფერნანდესი, პ.ერნანდესი (გუიდეტი 72), ორელიანა, ნოლიტო, ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0 ლ.პერესი (23), 2:0 ხონი (93 ს.კ.)
გაფრთხილებები: ლ.პერესი, ლუქსი, მოსკერა, ხ.როდრიგესი, ლუისინიო, ხუანფრანი – პ.ერნანდესი, ხონი, ნოლიტო
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

26-ე წუთზე ნოლიტომ პენალტი ვერ გაიტანა

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.160942