ინგლისის ჩემპიონატის მე-13 ტურის დასკვნითი შეხვედრა “შელჰარსტ პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “კრისტალ პალასმა” გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან “სანდერლენდთან” წააგო.
ერთადერთი გოლის გატანა მე-80 წუთზე ჯერმეინ დეფომ მოახერხა, რომელმაც დანისა და ჰენესის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა, ბურთი ორივეს ააცალა და ცარიელ კარში იოლად შეაგორა – 0:1.
“შავმა კატებმა” მიმდინარე სეზონში გასვლაზე პირველად იმარჯვეს. სულ კი, მეორე გამარჯვება იზეიმეს. მათ 9 ქულა დააგროვეს და მე-18 საფეხურზე იმყოფებინ.
“არწვებს” 19 ქულა დარჩათ და მე-10 ადგილს იკავებენ.
კრისტალ პალასი – სანდერლენდი 0:1 (0:0)
ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”
კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დელანი, დანი, იარდი, სუარე, მაკარტური, კაბაიე, პანჩონი (საკო 46; ბენფორდი 69), ზაჰა, ბოლასი, ვიკჰემი (შამახი 76).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
სანდერლენდი (3-5-2): პანტელიმონი, ოში, კოატესი, ქაბული, კატერმოლი, მ’ვილა, ლარსონი (უოტმორი 60), ვან აანჰოლტი, ჯონსი, ს.ფლეტჩერი (ლენსი 59), დეფო (გრემი86).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლი: დეფო (80)
გაფრთხილებები: დანი – ჯონსი, დეფო, მ’ვილა
მსაჯი: მარტინ ატკინსონი