საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა სამწვრთნელო შტაბის ვინაობა 2016 წლის იანვრის თვის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ამის შესახებ worldsport.ge-სთან საუბარში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ფედერაციასთან კონტრაქტი ევრო-2015-ის ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ ამოეწურა.