ფეხბურთი

3:15 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რომას რეგრესი, "იუვენტუსის" პროგრესი (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XIV ტურის ორი სათამაშო დღის შემდგომ მოწინავე პოზიციებზე ცვლილებები არაა, რადგან ლიდერები თავიანთ შეხვედრებს ორშაბათს ჩაატარებენ. ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი “რომა” გახლდათ, რომელიც დამარცხდა. სამაგიეროდ ისევ მოიგო ტურინის “იუვენტუსმა” და ლიდერთა ჯგუფს დაუახლოვდა.

რუდი გარსიას კრიტიკა აქამდეც არ აკლდა და ახლა ხომ საერთოდ – “რომა” მოულოდნელად ბერგამოს “ატალანტასთან” შინ უშანსოდ დამარცხდა, რითაც მიახლოვების საშუალება “იუვენტუსსა” და “მილანს” მისცა, ხოლო თავად სამეულ კიდევ უფრო დაშორდა. “ჯალოროსიმ” წინა ორი მატჩი უფერულად ჩაატარა და ასე იყო ამჯერადაც. მოკრძალებულმა ლომბარიდულმა გუნდმა მარადიულ ქალაქში მოკრძალებულად სულაც არ ითამაშა და სახლში სამი ქულით ხელდამშვენებული დამსახურებულად დაბრუნდა. გამოსარჩევია ალეხანდრო გომესის პირველი გოლი იყო, ვინაც საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით აიღო ვეტერანი მორგან დე სანკტისის კარი. წერტილი კი ბოლოსკენ ხერმან დენისმა პენალტით დასვა და გარსიას შერყეული სკამი კიდევ უფრო შეარყია.

როგორც ჩანს, ძველ სათამაშო ფორმას მეთოდურად იბრუნებს “იუვენტუსი”. “ბებერმა ქალბატონმა” სიციალიაში, “პალერმოს” ერთი ამოსუნთქვით მოუგო. მართალია, სამიდან ორი გოლი “იუვემ” შეხვედრის დასასრულს გაიტანა, მაგრამ მანამდე მთელი თამაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. “რენცო ბარბერაზე” საწყისი ტაიმი უგოლოდ გაილია, ხოლო მატჩში ანგარიში მარიო მანჯუკიჩმა ჩვეულ სტილში გახსნა, როცა მეტოქეს პოზიციაც მოუგო, ბურთისთვის ბრძოლაც და თავით გაიტანა. ბოლო ორი გოლი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო წუთებზე გავიდა. ჯერ იყო და პოლ პოგბას კარგი გადაცემა სტეფანო სტურარომ შეირგო, ხოლო მერე სიმონე ძაძასა და ალვარო მორატას კომბინაცია იტალიელი ფორვარდის გოლით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთვნენ. ასე და ამრიგად, “იუვენტუსმა” ჩემპიონატში მიჯრით მეოთხედ მოიგო. ამას ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტის” ძლევასაც თუ დავუმატებთ, ვნახავთ, რომ “იუვე” თავის კუთვნილ პოზიციას ნელ-ნელა უბრუნდება.

საშინლად თამაშს განაგრძობს რომის “ლაციო”. დედაქალაქურ გუნდს შარშანდელი შედეგის (მესამე ადგილი) გამეორება წესით ძალზე უნდა გაუძნელდეს. “არწივებმა” ამჯერზე ემპოლიში წააგეს. შევხედრის ბედი კი მე-5 წუთზე ლორენცო ტონელის მოხდენილმა თავურმა დარტყმამ გადაწყვიტა. არადა, ამის მერე ორივე გუნდს გატანა არაერთხელ მართებდა და ახლოსაც იყვნენ, მაგრამ განგებამ ასე არ ინება. განგებამ და მსაჯმა – დიახ, შეხვედრის არბიტრა მიროსლვა კლოზეს ორი გოლი გაუუქმა, აქედან ერთი არჩასათვლელი ნამდვილად არ იყო.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოიგო დებიუტანტმა “კარპიმ”, რომელმაც გასვლაზე “ჯენოას” სძლია. გენუელები დასაწყისშივე კაცნაკლულნი დარჩნენ, მაგრამ ანტრაქტამდე დაწინაურება მაინც შეძლეს ფიგერაშის მშვენიერი გოლით. მეორე ტაიმში ყველაფერი თავდაყირა ვეტერანმა მარკო ბორიელომ დააყენა, რომელიც შეცვლაზე შევიდა და ჯერ თვითონ შეგადო, მერე გამოცდილ კრისტიან ძაკარდოს საგოლედ უპასა, როცა მატია პერინს პირისპირ შეჰყარა. სხვათა შორის, ბორიელოს “ჯენოაში” დასამახსოვრებელი სეზონები აქვს გატარებული და გატანილი გოლი არ აღუნიშნავს.

ვერონაში, “კიევო” თავიდან კი უგებდა “უდინეზეს”, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქულის გარეშე დარჩა. მატჩის გმირი კი სტუმართა ფრანგი ოფრვარდი სირილ ტერო გახდა, რომელიც თავის დროზე უდინურ გუნდში სწორედ “კიევოდან” გადავიდა. ტერომ ყოფილი კლუბი ორგზის დაამწუხრა.

მეორე ვერონული გუნდის მდგომარეობა კი უმძიმესია. “ჰელასს” აქამდე არ მოუგია და ოდენ 6 ქულა მოუპოვებია. შესაბამისად ბოლო ადგილზე მყარად იმყოფება. ანდრეა მანდორლინის გუნდს ვერც ლიდერის, ლუკა ტონის დაბრუნება შველის. ვერონელები ამჯერად თავისივე კალიბრ “ფროზინონესთან” დამარცხდა – 2:3.

მე-14 ტური ორშაბათს, ორი მატჩით დასრულდება. მათ შორის ერთი, ცენტრალურია: “ნაპოლი” – “ინტერი”.

“კიევო” – “უდინეზე” 2:3 (1:1) (მიმოხილვა)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 12 000

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, ცეზარი, გობი; რიგონი, კასტრო, ჰეტემაი; ბირსა (პეპე 71); პალოსკი (პელისიერი 67), მეჯორინი (ინგლეზე 61)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ფელიპე, პირისი; ვიდმერი, იტურა (ფერნანდესი 64), ლოდი, ბადუ, ედენილსონი (ალი ადნანი 79); აგირე (დი ნატალე 73), ტერო

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლები: 1:0 პალოსკი (26), 1:1 ფრეი (43, ა.გ), 1:2 ტერო (46), 2:2 ინგლეზე (72), 2:3 ტერო (81)

გაფრთხილება: მეჯორინი (29), ფრეი (33), კასტრო (45), ცეზარი (54), რიგონი (90) – იტურა (23), დანილო (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (9) – 10 (6) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ფროზინონე” – “ვერონა” 3:2 (2:0) (მიმოხილვა)

ფროზინონე, “მატუზა”

მაყურებელი: 7 500

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, ბლანჩარდი (ბერტონჩინი 62), დიაკიტე, კრიველო; პაგანინი, გორი, სოდიმო (ფრარა 73), სამარკო, პაგანინი; დ. ჩიოფანი (კასტილიო 65), დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მორასი, ბიანკეტი, სუპრაიენი; ჰალფრედსონი, იონიტა (გრეკო 56), ვივიანი; სილიგარდი (გოლინი 21), ტონი, გომესი (პაცინი 46)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გოლები: 1:0 დ. ჩიოფანი (22, პენ), დ. ჩიოფანი (40), 3:0 დიონისი (48), 3:1 ვივიანი (69), 3:2 მორასი (76)

გაფრთხილება: ბლანჩარდი (43), ლეალი (90) - სუპრაიენი (18), ვივიანი (45), ჰალფრედსონი (60), მორასი (63)

გაძევება: რაფაელი (19)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 13 (8) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ჯენოა” – “კარპი” 1:2 (1:0) (მიმოხილვა)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20 000

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, ანსალდი; რინკონი, ტინო კოსტა (ნტჩამი 60), ფიგერაში (დე მაიო 44, პანდევი 71), ლაქსალტი; გაკპე, პავოლეტი, ლაზოვიჩი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“კარპი” (4-4-1-1): ბელეცი; ლეტიცია, ძაკარდო, გალიოლო, რომანიოლი; კოფიე, მატოსი (ბორიელო 51), პაშიუტი, ლოლო; მარტინიო (დი გაუდიო 54), მბაკოგუ (ლასანია 75)

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

გოლები: 1:0 ფიგერაში (8), 1:1 ბორიელო (58), 1:2 ძაკარდო (81)

გაფრთხილება: მატოსი (26), გალიოლო (34), ბორიელო (90)

გაძევება: პავოლეტი (6)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 11 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:7 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“რომა” – “ატალანტა” 0:2 (0:1) (მიმოხილვა)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 30 000

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი (მაიკონი 70), კასტანი, მანოლასი, დინიე; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; იტურბე (ტოროსიდისი 83), ჯეკო, იაგო ფალკე (უმარი 62)

მწვრთნელი: რუდი გარსია

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; რაიმონდი, სტენდარდო, პალეტა, ბრივიო; კურტიჩი (დე რუნი 84), ჩიგარინი (მილიაჩო 72), გრასი; გომესი (კერუბინი 89), დენისი, მორალესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გოლები: 0:1 გომესი (41), 0:2 დენისი (82, პენ)

გაფრთხილება: ტოროსიდისი (90) - სტენდარდო (12, 87), გრასი (58, 90), სპორტიელო (68), ჩიგარინი (69)

გაძევება: მაიკონი (81) – სტენდარდო (87), გრასი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 4 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“ემპოლი” – “ლაციო” 1:0 (1:0) (მიმოხილვა)

ემპოლი, “კასტელანი”

მაყურებელი: 8 500

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, კოსტა, ტონელი, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, ბუჩელი; საპონარა (კრუნიჩი 54, პუჩიარელი 69); ლივაია (ძამბელი 64), მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ლაციო” (4-4-1-1): მარკეტი; ბასტა, ჰოედტი, მაურისიო, რადუ (კლოზე 57); კანდრევა, პაროლო, ბილია, ლულიჩი; მილინკოვიჩ-სავიჩი (ანდერსონი 57); ჯორჯევიჩი (მატრი 74)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 1:0 ტონელი (5)

გაფრთხილება: პარედესი (16), ლივაია (28), ტონელი (33), პუჩიარელი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 9 (6) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 3:7

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“პალერმო” – “იუვენტუსი” 0:3 (0:0) (მიმოხილვა)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 25 737

“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; გოლდანიგა, სტრუნა (რისპოლი 74), გონსალესი, ლაზაარი; ჰილიერმაკი (ქუაისონი 60), ბრუგმანი, ჩოჩევი; იაიალო; ვასკესი, ჯილარდინო (ტრაიკოვსკი 67)

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო (ლიხშტაინერი 68), სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ევრა; დიბალა (ძაძა 84), მანჯუკიჩი (მორატა 67)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (54), 0:2 სტურარო (89), 0:3 ძაძა (90)

გაფრთხილება: სტრუნა (50), ვასკესი (76) - პოგბა (25), ბარძალი (61), სტურარო (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (0) – 14 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: პაოლო ვალერი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168791