იტალიის სერია A-ს XIV ტურის შემდეგ ლიდერი შეეცვალა. აქამდე პირველ ადგილზე მილანის “ინტერი” გახლდათ, რომელიც ნეაპოლში, “ნაპოლისთან” დამარცხდა და პოზიციაც მას დაუთმო. ისე კი, ცხრილის ზედა ნაწილში სიმჭიდროვეა და პირველსა და მეშვიდე ადგილს შორის მხოლოდ 8 ქულიანი განსხვავებაა.
ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ “სან პაოლოზე” შედგა, სადაც როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული საინტერესო თამაში გაიმართა. მიმდინარე სეზონს ნამდვილად გადასარევად ატარებს გონსალო იგუაინი და “ნაპოლიც” გალიდერებას სწორედ არგენტინელს უნდა უმადლოდეს. “პიპიტამ” “ინტერის” კარის აღება პირველად ჯერ კიდევ მეორე წუთზე მოახერხა, როცა ბურთი კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღო და შედეგიანად დააარტყა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ სტუმართა მდგომარეობა დამძიმდა – მსაჯმა გასახდელისკენ იუტო ნაგატომოს მიუთითა. მეორე 45 წუთში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. ნეაპოლელთაგან ვინ გაიტანდა თუ არა იგუაინი, მას კი ადემ ლიაიჩმა უპასუხა, თუმცა ამ უკანასკნელის შედეგიანი დარტყმა “ნერაძურის” ვერაფერში წაადგა. მოკლედ, “ნაპოლისთვის” კარგი დღე გამოდგა – თვითონ გალიდერდა, ხოლო იგუაინმა ბომბარდირთა დავაში დაწინაურება შეძლო და “სამპდორიას” შემტევ ედერს ორი ბურთით გაასწრო (12 გოლი). საერთოდ, მაურიციო სარის “ნაპოლი” ბრწყინვალე სეზონს ატარებს და გასაკვირი არ იქნება თუ სკუდეტოს მართლაც შეეჭიდება. “აძური” მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ოდენ კინკილა წაგება აქვს.
კარგი შანსი ჰქონდა ფლორენციის “ფიორენტინას” ახლა “ნაპოლისთან” ერთად თანალიდერი ყოფილიყო, მაგრამ რეჯიო ემილიაში, “სასუოლოსთან” ორი ქულა დაკარგა და მხოლოდ მესამე ადგილზეა. არადა, პაულო სოუზას ბიჭებმა კარგად დაიწყეს და უკვე მე-6 წუთზე ბორხა ვალეროს გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს ყურადღება მოადუნეს და სერჯო ფლოკარიმ გაათანაბრა. მეორე ნახევარში კი აღარაფერი შეცვლილა. ისე, “სასუოლოც” კარგ ფორმაშია და ფრე ალბათ, ლოგიკური შედეგიც იყო.
“სასუოლო” – “ფიორენტინა” 1:1 (1:1) (მიმოხილვა)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 12 000
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, ლარიბი (ბიონდინი 72); სანსონე (პოლიტანო 88), ფლოკარი (ფლორო ფლორესი 78), დეფრელი
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; როდრიგესი, ასტორი, რონკალია; ბერნარდესკი, ბადეი (ვერდუ 69), ვესინო, პასკუალი (ალონსო 79); ბორხა ვალერო, ილიჩიჩი, როსი (კალინიჩი 57)
მწვრთნელი: პაულო სოუზა
გოლები: 0:1 ბორხა ვალერო (6), 1:1 ფლოკარი (42)
გაფრთხილება: ფლოკარი (54), ვრსიალკო (56) – ბადეი (66)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 11 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 4:2
მსაჯი: დავიდე მასა
“ნაპოლი” – “ინტერი” 2:1 (1:0) (მიმოხილვა)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებელი: 55 000
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (დავიდ ლოპესი 80); კალეხონი (მაჯო 87), იგუაინი, ინსინიე (ელ კადური 70)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მურილო, მირანდა, ნაგატომო; მედელი, გუარინი (ბიაბიანი 62), ბროჟოვიჩი; ლიაიჩი, იკარდი (ალექს ტელეში 46), პერიშიჩი (იოვეტიჩი 83)
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 1:0 იგუაინი (2), 2:0 იგუაინი (62), 2:1 ლიაიჩი (67)
გაფრთხილება: კულიბალი (11), ჰისაი (36), ალანი (52), კალეხონი (85) – ნაგატომო (35, 45), გუარინი (52)
გაძევება: ნაგატომო (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 10 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 2:4
მსაჯი: დანიელე ორსატო