ფეხბურთი

4:32 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” “ნოუ კამპზე” პირველი ქულები დაკარგა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მეორე სათამაშო დღეს 5 შეხვედრა ჩატარდა, რომელთაგან ყველაზე საინტერესო “ნოუ კამპზე” გამართული დაპირისპირება გახლდათ, სადაც ლა კორუნიის “დეპორტივომ” “ბარსელონას” ორბურთიანი უპირატესობა ამოუქაჩა და ხმაურიანი სენსაცია დააფიქსირა.

გათამაშების ლიდერმა პირველი ტაიმი ლიონელ მესის შესანიშნავი ჯარიმით მოიგო, ხოლო 62-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა შორეული დარტყმით სხვაობა გაზარდა და ამ დროს, ალბათ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ “ბლაუგრანა” მორიგ სამ ქულას მოიპოვებდა, თუმცა ასე არ მოხდა. მასპინძლები ძალიან მოდუნდნენ, რითაც გალისიელებმა ისარგებლეს და მეტოქე სამაგალითოდ დასაჯეს. 77-ე წუთზე სხვაობა ლუკას პერესმა შეამცირა, რომელსაც მიმდინარე ლა ლიგაში 11 გოლი დაუგროვდა, ხოლო 86-ე წუთზე მან უკვე ალექს ბერგენტინოსს გაატანინა და “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე პირველი ქულები დაკარგა – 2:2.

იმ შემთხვევაში, თუ დღეს “ატლეტიკო” მოიგებს, “ბლაუგრანა” გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი აღარ იქნება.

ზედიზედ მე-6 საშინაო გამარჯვება მოიპოვა “სევილიამ”, რომელმაც “ხიხონის” წინააღმდეგობა ბოლოსკენ გატეხა. ანდალუსიურ კლუბს გამარჯვება შეცვლაზე შემოსულმა კევინ გამეირომ მოუტანა, რომელმაც მცირე მონაკვეთში დუბლი შეასრულა – 2:0.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა ვიგოს “სელტამ”, რომელმაც იაგო ასპასის გოლით შინ “ესპანიოლს” მოუგო. გალისიელები კვლავ მე-4 ადგილზე არიან.

აუტსაიდერთა დაპირისპირება შედგა “სიუდად დე ვალენსიაზე”, სადაც სტუმარმა “გრანადამ” ადგილობრივი “ლევანტე” პენარანდას დუბლით დაამარცხა, ხოლო “გრან კანარიაზე” “ლას პალმასმა” ვილიან ხოსეს მიერ 93-ე წუთზე გატანილი გოლით სძლია “ბეტისს”.

ბარსელონა – დეპორტივო 2:2 (1:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო, პიკე, ალბა (მატიე 77), ალვეში, რაკიტიჩი (რობერტი 72), ბუსკეტსი, ინიესტა, რამირესი (ელ ჰადადი 68), სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

დეპორტივო (4-3-1-2): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ფ.ნავარო, ლაურე, ლუისინიო (ხ.დომინგესი 46), ბერგენტინოსი, ხუანფრანი (კარდოსო 70), ფაჟრი, ხ.როდრიგესი (ლ.ალბერტო 58), ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 1:0 მესი (39), 2:0 რაკიტიჩი (62), 2:1 ლ.პერესი (77), 2:2 ბერგენტინოსი (86)
გაფრთხილებები: ლუისინიო, ლაურე
მსაჯი: ხოსე სანჩესი

სელტა – ესპანიოლი 1:0 (1:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, მალიო, კაბრალი, პლანასი, ვასი, პ.ერნანდესი, ა.ფერნანდესი, ორელიანა, ბონგონდა (ბ.ფერნანდესი 71), ნოლიტო (დიოპი 87), ასპასი (გუიდეტი 81).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ესპანიოლი (4-4-2): პაუ, რაილიო, ა.გონსალესი, ფუენტესი, ხ.ლოპესი, ვ.სანჩესი (ასენსიო 69), დიოპი, ვ.ალვარესი (ბურგუი 54), ჰ.პერესი, კაისედო (სილა 46), ხ.მორენო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლი: ასპასი (42)
გაფრთხილებები: პ.ერნანდესი, ა.ფერნანდესი, ორელიანა, ნოლიტო – ჰ.პერესი, ვ.სანჩესი
გაძევება: პ.ერნანდესი (47)
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

ლევანტე – გრანადა 1:2 (0:0)

ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-3-3): რუბენი, პ.ლოპესი (ვერზა 22), დ.ნავარო, ფედალი, ტონიო, სიმაო, ლერმა, კამარასა, რ.გარსია, მორალესი (როჟერი 58), დეივერსონი (კასადედუსი 81).
მწვრთნელი: რუბი

გრანადა (4-3-3): ა.ფერნანდესი, ლომბანი, ბაბინი, ფოლქიერი, ბირაგი, ფ.რიკო (მარკესი 76), როჩინა, რ.პერესი, საკსესი (ელ არაბი 81), იბანესი (მენდეში 70, პენარანდა.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

გოლები: 0:1;1:2 პენარანდა (50;88), 1:1 სიმაო (66)
გაფრთხილებები: სიმაო, ვერზა – ფ.რიკო, ა.ფერნადესი
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

სევილია – ხიხონი 2:0 (0:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, რამი, ესკუდერო, მარიანო, კრიხოვიაკი, ნ’ზონზი (კონოპლიანკა 46), კრონ-დელი, ბანეგა, ვიტოლო (გამეირო 69), ლორენტე (რეიესი 81).
მწვრთნელი: უნაი ემერი

ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, მერე (მენენდეში 62), ესპინოსა, ი.ლოპესი, ლ.ერნანდესი, ნდი (აიტ-ატმანე 78), ომარი, კასესი, ხონათანი, ჰალილოვიჩი, კ.კასტრო (ლორა 69).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

გოლები: გამეირო (75 პენ;80)
გაფრთხილებები: კოლოძიეჩაკი, ბანეგა, გამეირო – ნდი, ლ.ერნანდესი, ესპინოსა
გაძევება: ლ.ერნანდესი (74)
მსაჯი: დელ სერო გრანდე

ლას პალმასი – ბეტისი 1:0 (0:0)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-4-1-1): ვარასი, ერნანი, გარიდო, კასტელიანო, სიმონი, ვ.გომესი, მესა (ვალერონი 86), მომო (ნაუზეტი 71), ვიერა, ტანაუსუ (ვ.ხოსე 82), არაუხო.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

ბეტისი (4-4-2): ადანი, ფიგეირასი, ვესტერმანი, პიცინი, ვარგასი, სეხუდო (ვან ვოლფსვინკელი 91), ხ.ტორესი, პეტროსი, ხოაკინი (ვადილიო 78), მოლინა (ვან დერ ვაარტი 83), რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი

გოლი: ვ.ხოსე (93)
გაფრთხილებები: მესა, ვიერა, კასტელიანო
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.208113