მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურში ,,აკადემია’’- ქუთაისი 2010’’-ის შეხვედრაში ,,აკადემიის’’ ამერიკელმა ლეგიონერმა, უკანახაზელმა ემერსონ ჯეი მიურეიმ საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის სარეკორდო შვიდი ჩაჭრა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მიურეიმ ,,ქუთაისი-2010’’-ის უკანახაზელის, სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის ლევან ცეკვავას რეკორდი გაიმეორა, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში ასევე შვიდი ჩაჭრა აქვს შესრულებული.