ფეხბურთი

16:07 | 18.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2015/16:2015 წლის ბოლო სათამაშო დღე სუპერლიგაში

20 დეკემბერს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს. 2015 წლის ბოლოს წინა სათამაშო დღეს, V ტურის შეხვედრებს სუპერლიგის გუნდები გამართავენ.

ერთი დაპირისპირება გაიმართება ვერცხლის ლიგაშიც, რომელიც გახსნის კიდეც სათამაშო დღეს. საქრუსენერგოსა და თეთრი ქუდის გუნდები, მეხუთე ტურის დაპირისპირებას, 27 დეკემბრის ნაცვლად, სწორედ 20 დეკემბერს გამართავენ.

20.12.2015. ვერცხლის ლიგა. V ტური

11:00 საქრუსენერგო - თეთრი ქუდი

სუპერლიგა A -ს მეხუთე ტური შსს-სა და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირებით დაიწყება. გუნდები განსხვავებულ სატურნირო მდგომარეობაში ხვდებიან წლის ბოლო თამაშს - ძალოვნებს 4 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვთ, მაშინ როდესაც ბათუმლებს ჯერ ერთი ქულაც კი არ აქვთ აქტივში.

ტური კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული დაპირისპირებებით გაგრძლედება. 16:00 სთ-ზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი, ბოლო მატჩებში ფორმაშ შესულ ვეტერანებს დაუპირისპირდება.

17:00 სთ-ზე უაღრესად პრინციპული შეხვედრა გაიმართება, მოქმედი ჩემპიონი და ჯერ-ჯერობით წაუგებელი სკ პსპ, სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერს, სკ ჯვაროსნები-ევექსს ეთამაშება.

18:00 სთ-ზე გამართავს თავის შეხვედრას მიმდინარე გათამაშების კიდევ ერთი „უძლეველი“ გუნდი მფკ ტატიშვილი, რომელსაც მეტოქედ მცხეთის „გრანდ გრუპ ჯორჯია“ ეყოლება.

ტურს, ტრადიციული მეტოქეების სკ ტტც-ს და მფკ ნატახტარის დაპირისპირება დაასრულებს, რომელიც 19:00 სთ-ზე დაიწყება.

20.12.2015. სუპერლიგა A. V ტური

13:00 შსს - დინამო (ბთ)

16:00 სდსს - ვეტერანები

17:00 FC PSP – სკ ევექსი-ჯვაროსნები

18:00 გრანდ გრუპი (მცხ) - მფკ ტატიშვილი

19:00 FC TTC – მფკ ნატახტარი

არანაკლებ საინტერესო შეხვედრები გაიმართება სუპერლიგა B-ში.

გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის“ გუნდი, ერთ-ერთ აუტსაიდერს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს დაუპირისპირდება.

მნიშვნელოვანი ქულებისთვის იბრძოლებენ ზესტაფონის „ფერო“ და აჭარის სომეხთა კავშირის გუნდი „ახპიური“.

საკმაოდ საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს საქართველოს უნივერსიტეტის და ევროკრდიტის გუნდების დაპირისპირებაც.

სათამაშო დღეს, სატურნრო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერის vivus.ge-სა და unicredit.ge-ს დაპირისპირება დაასრულებს.

რაც შეეხება ამ ტურის კიდევ ერთ შეხვედრას, პალერმოსა და კასპის „გენერალს“ შორის, იგი 27 დეკემბერს გაიმართება.

20.12.2015. სუპერლიგა B. V ტური

12:00 GM ჭიათურა – CFCP

14:00 სკ ფერო - ახპიური (ბთ)

15:00 ევროკრედიტი - საქართველოს უნივერსიტეტი

20:00 UNICREDIT.GE – VIVUS.GE

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „JAKO FM“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095279