პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების მე-17 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე “უოტფორდიდან” და ”ჩელსიდან” არიან წარდგენილნი.
ტურის გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ეურელიო გომეში (“უოტფორდი”);
მცველები: ნათან აკე (“უოტფორდი”), ბრანისლავ ივანოვიჩი (“ჩელსი”), ადამ სმიტი, ჩარლი დანიელსი (ორივე “ბორნმუთი”);
ნახევარმცველები: დეილი ალი (“ტოტენჰემი”), ოსკარი, ვილიანი (ორივე “ჩელსი”), რიად მაჰრეზი (“ლესტერი”);
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), ოდიონ იგალო (“უოტფორდი”).