ფეხბურთი

21:47 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 21-ე ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა “ვესტ ბრომვიჩის” ნახევარმცველი ჯეიმს მაკკლინი, რომელმაც ლონდონის “ჩელსისთან” მატჩში 86-ე წუთზე გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა (2:2) და თავისიანებს “სტემფორდ ბრიჯიდან” ქულა წამოაღებინა.

“ნიუკასლმა” საშინაო მატჩი “მანჩესტერთან” ფრედ 3:3 დაასრულა. “კაჭკაჭების” რიგებიდან აღიარეს ჟორჟინიო ვეინალდუმი და პოლ დამეტი, ამ უკანასკნელის 90-ე წუთზე გატანილმა გოლმა კი მასპინძლებს ქულა მოუტანა.

ტურის საუკეთესო მეკარედ კასპერ შმეიხელი დაასახელეს. “ლესტერის” გოლკიპერმა “ტოტენჰემის” წინააღმდეგ მატჩში 5 სეივი შეასრულა და კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

მეკარე: კასპერ შმეიხელი (“ლესტერი”)

მცველები: რობერტ ჰუტი (“ლესტერი”), ჯოლეონ ლესკოტი (“ასტონ ვილა”), პოლ დამეტი (“ნიუკასლი”), პატრიკ ვან აანჰოლტი (“სანდერლენდი”).

ნახევარმცველები: დიმიტრი პაიე (“ვესტ ჰემი”), აარონ რემსი (“არსენალი”), ჟორჟინიო ვეინალდუმი (“ნიუკასლი”), ჯეიმს მაკკლინი (“ვესტ ბრომვიჩი”).

თავდამსხმელები: ჯერმაინ დეფო (“სანდერლენდი”), ენერ ვალენსია (“ვესტ ჰემი”).

0.167546