ფეხბურთი

14:00 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონატი სუპერლიგის VI ტურით განახლდება

17 იანვარს, ახალი სპორტის სასახლე 2016 წელს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. საახალწლო დღესასწაულებით გამოწვეული ორ კვირიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონატი სუპერლიგის VI ტურის შეხვედრებით განახლდება.

სუპერლიგა A -ს VI ტური 13:00 სთ-ზე ცხრილის აუტსაიდერის, „დინამო“ ბათუმისა და ერთ-ერთი ფავორიტის, აქამდე დაუმარცხებელი მფკ ტატიშვილის დაპირისპირებით დაიწყება.

16:00 სთ-ზე გაიმართება საკმაოდ პრინციპული შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს შსს და სკ პსპ დაუპირისპირდებიან. „ფარმაცევტებმა“ ტატიშვილის მსგავსად დაუმარცხებლად განვლეს ხუთი ტური.

17:00 სთ-ზე გამართავს თავის შეხვედრას სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი სკ ევექსი-ჯვაროსნები, რომლის მეტოქეც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი იქნება.

ტურის ბოლო დაპირისპირება 18:00 სთ-ზე დაიწყება და ერთმანეთის პირისპირ ვეტერანები და მცხეთის სახელით მოასპარეზე „გრანდ გრუპ ჯორჯია“წარსდგებიან.

რაც შეეხება ამ ტურში გასამართ კიდევ ერთ შეხვედრას, მფკ ნატახტარი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი, ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე ერთმანეთს 21 თებერვალს დაუპირისპირდებიან.

17.01.2016.სუპერლიგა A. VI ტური

13:00 დინამო (ბთ) - მფკ ტატიშვილი

16:00 შსს - FC PSP

17:00 სკ ევექსი-ჯვაროსნები - FC TTC

18:00 ვეტერანები - გრანდ გრუპი (მცხ)

VI ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგა B -ს გუნდებიც.

სათამაშო დღე აჭარის სომეხთა კავშირის გუნდ „ახპიურისა“ და UNICREDIT.GE -ს დაპირისპირებით დაიწყება.

სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დანაშაულის პრევენციის ცენტრს ეთამაშება.

14:00 სთ-ზე გაიმართება საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ევროკრედიტსა და კასპის „გენერალს“ შორის.

15:00 სთ-ზე გამართავს თავის შეხვედრას სატურნირო ცხრილის ლიდერი ვივუსი, რომლის მეტოქეც GM ჭიათურა იქნება.

სათამაშო დღეს კი ფავორიტისა და აუტსაიდერის დაპირისპირება დაასრულებს: ზესტაფონის „ფეროსა“ და პალერმოს შეხვედრა 19:00 სთ-ზე დაიწყება.

17.01.2016. სუპერლიგა B. VI ტური

11:00 ახპიური(ბთ) - UNICREDIT.GE

12:00 UG – CFCP

14:00 ევროკრედიტი - მფკ გენერალი (კასპი)

15:00 VIVUS.GE – GM ჭიათურა

19:00 პალერმო - სკ ფერო (ზეს)

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „JAKO FM“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088444