ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს 7 შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე სეზონის მთავარი სენსაცია “ლესტერი” გასვლაზე ბოლო ადგილოსან “ასტონ ვილას” დაუპირისპირდა და 2 ქულა დაკარგა, თუმცა მაინც გალიდერდა და იმ შემთხვევაში, თუ დღეს “არსენალმა” ვერ მოიგო მინიმუმ თანალიდერად დარჩება.
ბირმინგემში გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი “ლესტერის” უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშზეც აისახა. სტუმრები 28-ე წუთზე შინჯი ოკაზაკიმ დააწინაურა, ხოლო 5 წუთში “მელიებს” მეორეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ “ბორნმუთთან” გამართული შეხვედრის მსგავსად, რიად მაჰრეზმა პენალტის გატანა ამჯერადაც ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და 75-ე წუთზე სტუმრები ვერგატანილი პენალტის გამო დასაჯეს. წონასწორობა შეცვლაზე შემოსულმა ჟესტედმა აღადგინა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბურთი ჩასათვლელი არ გახლდათ, რადგანაც ფრანგმა ფორვარდმა ბურთი ხელით გაისწორა.
სამაგიეროდ, იოლად იმარჯვა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” გაანადგურა. დუბლით გამოირჩა სერხიო აგუერო, ხოლო თითო ბურთი ფაბიან დელფისა და დავიდ სილვას ანგარიშზეა – 4:0.
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, შესანიშნავი მეორე ტაიმი იხილა “სტემფორდ ბრიჯზე” შეკრებილმა პუბლიკამ, სადაც უკანასკნელ 45 წუთში 6 ბურთი გავიდა.
ანგარიშ 50-ე წუთზე ჯონ ტერის ავტოგოლით გაიხსნა, რომელიც ბურთის გამოტანას ცდილობდა, მაგრამ მეორე ფეხში გაირტყა და საკუთარ კარში შეაგდო. 6 წუთში კევინ მირალაშმა სხვაობა გაზარდა, მაგრამ მასპინძლები არ დანებებულან და ორწუთიან მონაკვეთში წონასწორობა აღადგინეს: 64-ე წუთზე დიეგო კოშტამ გაიტანა, ხოლო ორ წუთში ფაბრეგასმა. “ევერტონი” კიდევ ერთხელ წინ 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ფუნეს მორიმ გაიყვანა წინ, ხოლო მსაჯის მიერ მე-8 დამატებულ წუთზე ჯონ ტერიმ შეცდომა გამოასწორა და ლამაზი გოლით საკუთარ გუნდს ქულა მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ “ასტონ ვილა” გოლის მსგავსად, არც ეს ბურთი იყო ჩასათვლელი, რადგანაც ტერი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ლონდონის “ტოტენჰემი” შინ “სანდერლენდს” დაუხვდა და მეორე ტაიმში გატეხა. პირველ ნახევარში კლუბებმა გოლები გაცვალეს და თავიდან სულაც “შავი კატები” იგებდნენ, მაგრამ სულ ერთი წუთით: 41-ე წუთზე ვან აანჰოლტმა გაიტანა და ზუსტად ერთ წუთში კრისტიან ერიკსენმა გაათანაბრა.
59-ე წუთზე მუსა დემბელემ “დეზები” წინ გაიყვანა, რვა წუთში ერიკსენმა დუბლი შეასრულა, ხოლო 79-ე წუთზე ჰარი კეინმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
“საუთჰემპტონმა” შინ “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. ასეთივე სხვაობით დაამარცხა “ბორნმუთმა” “ნორვიჩი”, ხოლო “ნიუკასლმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემს” მინიმალური სხვაობით სძლია.
ტოტენჰემი – სანდერლენდი 4:1 (1:1)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, როუზი, ტრიპიერი, დემბელე (კეროლი 80), დაიერი, ლამელა (ონომაჰი 73), ალი, ერიკსენი, კეინი (სონი 88).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
სანდერლენდი (4-2-3-1): პიკფორდი, ბრაუნი, ოში, ჯონსი, ვან აანჰოლტი, მ’ვილა (უოტმორი 76), კატერმოლი (როდუელი 54), გრემი (კირხოფი 59), ლენსი, ა.ჯონსონი, დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 0:1 ვან აანჰოლტი (41), 1:1;3:1 ერიკსენი (42;67), 2:1 დემბელე (59), 4:1 კეინი (79 პენ.)
გაფრთხილებები: კატერმოლი, ა.ჯონსონი
მსაჯი: მაიკლ დინი
მანჩესტერ სიტი – კრისტალ პალასი 4:0 (2:0)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-3-1-2): ჰარტი, დემიჩელისი, ოტამენდი, ზაბალეტა, კოლაროვი (კლიში 52), დელფი, ფერნანდო, დე ბრუინი, სილვა, აიჰენაჩო (ტურე 57), აგუერო (ნავასი 85).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
კრისტალ პალასი (4-3-3): ჰენესი, დანი, დელანი, იარდი, სუარე, კაბაიე, ლედლი, მაკარტური (მუტჩი 80), პანჩონი, ზაჰა (ლი 85), ვიკჰემი (შამახი 66).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 1:0 დელფი (22), 2:0;3:0 აგუერო (41;68), 4:0 სილვა (84)
გაფრთხილებები: შამახი, კაბაიე
მსაჯი: ჯონათან მოსი
ჩელსი – ევერტონი 3:3 (0:0)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ზუმა, ტერი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მიკელი, მატიჩი (ოსკარი 55) ფაბრეგასი, ვილიანი, პედრო (კენედი 66), კოშტა (რემი 80).
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, ოვიედო (მორი 71), იაგიელკა, სტოუნზი, ბეინსი, ბერი, ბეშიჩი, ბარკლი (პიენაარი 81), ლენონი (დეულოფეუ 80), მირალაში, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლები: 0:1;3:3 ტერი (50 ს.კ. 98), 0:2 მირალაში (56), 1:2 კოშტა (64), 2:2 ფაბრეგასი (66), 2:3 მორი (90)
გაფრთხილებები: ტერი - მორი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბორნმუთი – ნორვიჩი 3:0 (1:0)
ბორნმუთი, “დინ კურტი”
ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი, ფრანცისი, კუკი, დანიელსი, სმიტი, სურმანი, გოსლინგი (კერმორგანტი 92), არტერი (ო’კეინი 80), პუგი, სტანისლასი, აფობე (მურეი 84).
მწვრთნელი: ედი ჰაუ
ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, ბენეტი, ბასონგი, ბრედი, მარტინი, ჰაუსონი, ტეტი, ოჯიჯა-ოფოე (რედმონდი 56), იარვისი (ჯერომი 56), ჰულაჰანი (დორანსი 69), მბოკანი.
მწვრთნელი: ალექს ნილი
გოლები: 1:0 გოსლინგი (10), 20 დანიელსი (54 პენ.), 3:0 აფობე (75)
გაფრთხილებები: არტერი – რუდი
მსაჯი: რობერტ მედლი
ნიუკასლი – ვესტ ჰემი 2:1 (2:0)
ნიუკალი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, კოლოჩინი, მბემბა, დუმეტი (საივე 57), ჯანმაატი, კოლბეკი, შელვი, ა.პერესი (გუფრანი 80), ვეინალდუმი, სისოკო, მიტროვიჩი (ლასკელესი 95).
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, ოგბონა, კოლინსი, ტომკინსი (ჯენკინსონი 75), კრესველი, ობიანგი (იელავიჩი 46), ნობლი, კუაიტე, ანტონიო (მოზესი 70), პაიე, ვალენსია.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
გოლები: 1:0 ა.პერესი (6), 2:0 ვეინალდუმი (15), 2:1 იელავიჩი (49)
გაფრთხილებები: ელიოტი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
საუთჰემპტონი – ვესტ ბრომვიჩი 3:0 (2:0)
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი, სოარეში (მარტინა 84), უარდ-პროუსი, ვანიამა, მანე (ტადიჩი 63), ს.დევისი (რომეუ 73), ტარგეტი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): მაიჰილი, ოლსონი (რონდონი 46), მაკოლი, დოუსონი, ევანსი, დ.ფლეტჩერი (ბრანტი 46), იაკობი, სესენიონი (მორისონი 63), მაკკლინი, გარდნერი, ანიჩებე.
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლები: 1:0;2:0 უარდ-პროუსი (5;35 პენ.), 3:0 ტადიჩი (72)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ასტონ ვილა – ლესტერი 1:1 (0:1)
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-2-3-1): ბანი, ოკორე, კლარკი, სისოხო, ბაკუნა, ვესტვუდი, გაიე, ხილი (ჟესტედი 67), ვერეტუტი, ჯ.აიუ (სინკლერი 95), ჟესტედი.
მწვრთნელი: რემი გარდი
ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუჩსი, კანტე, დრინკვთერი, ოლბრაიტონი (გრეი 85), მაჰრეზი (ულოა 69), ოკაზაკი (დე ლაეტი 59), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
გოლები: 0:1 ოკაზაკი (28), 1:1 ჟესტედი (75)
გაფრთხილებები: ბანი, სისოხო, ბაკუნა – ჰუტი, ვარდი
მსაჯი: როჯერ ისტი
33-ე წუთზე მაჰრეზმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)