ნიკა კაჭარავამ პირველი მატჩი ჩაატარა “როსტოვის” შემადგენლობაში. მან აბუ-დაბიში ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა ჩინეთის კლუბ “ჰენან ციანძიესთან”. ნიკა სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს. პირველი ტაიმი როსტოველებმა 0:1 წააგეს. კაჭარავას ერთხელ ჰქონდა მომენტი და მეკარემ აუღო. საბოლოოდ, რუსულმა კლუბმა 2:1 იმარჯვა.
შეგახსენებთ, კაჭარავა “ცხინვალიდან” გადავიდა “როსტოვში”, რომელიც რუსულ პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა.