ფეხბურთი

15:48 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” ბრძოლაში იმარჯვა და გალიდერდა

ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. “ბარსელონა” გასვლაზე “მალაგას” დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

კატალონიელთათვის შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო და მე-2 წუთზევე მუნირ ელ ჰადადის გოლით დაწინაურდა, რომელსაც ლუის სუარესმა ცარიელ კარში გაატანინა. გაშვებული გოლის შემდეგ “მალაგა” ძალიან გააქტიურდა და რამდენჯერმე დაუმუქრა ბრავოს კარს. ჯერ ჩარლესმა ააცილა ოდნავ, ხოლო შემდეგ ჩორი კასტრომ ძელს გაარტყა. ანდალუსიელებმა საწადელს 32-ე წუთზე მიაღწიეს და ხუანპიმ ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლოს “ბარსელონას” წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ ანხელერიმ მესის არ გაატანინა.

სამაგიეროდ, არგენტინელმა თავისი გოლი 51-ე წუთზე ძალიან ლამაზი დარტყმით გაიტანა. მასპინძლები გათანაბრებას კვლავ ეცადნენ და რამდენჯერმე მიზანთან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ კლაუდიო ბრავო საიმედოდ თამაშობდა და კატალონიურმა გრანდმა იმარჯვა – 1:2.

წაუგებელ სერიას განაგრძობს “ვილიარეალი”, რომელიც მარცხს 88-ე წუთზე მატეო მუსაჩიომ გაარჩინა. “ესპანიოლი” ორჯერ იგებდა, მაგრამ სტუმრებმა ორჯერვე აღადგინეს წონასწრობა – 2:2.

“გრანადამ” საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” მიიღო და უხვგოლიან მატჩში მინიმალურად აჯობა, ხოლო “რაიო ვალეკანო” შინ შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე “სელტას” დაუხვდა და პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე – 3:0.

მალაგა – ბარსელონა 1:2 (1:1)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი (დუდა 83), ანხელერი, მ.ტორესი, როსალესი, რესიო (ფორნალსი 69), კამაჩო, ხუანპი, ჩ.კასტრო, ჩოპი (სანტა კრუზი 80), ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ვერმაელენი (მატიე 46), მასკერანო, ადრიანო (რობერტო 73), ვიდალი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, თურანი, ელ ჰადადი (რაკიტიჩი 56), ლ.სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 ელ ჰადადი (2), 1:1 ხუანპი (32), 1:2 მესი (51)
გაფრთხილებები: ჩარლესი, ფორნალსი, დუდა – ვერმაელენი, მესი, თურანი
მსაჯი: კლოს გომესი

ესპანიოლი – ვილიარეალი 2:2 (2:1)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, როკო, ა.გონსალესი, დუარტე, ხ.ლოპესი, დიოპი, ხორდანი, ბურგუი (ვ.ალვარესი 68), ასენსიო, ხ.მორენო, კაისედო (სევილია 43).
მწვრთნელი: კონსტანტინ გალსა

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, ბაილი (ბონერა 46), მუსაჩიო, ხ.კოსტა, გასპარი, ტრიგეირასი, სორიანო, დენის სუარესი, ჯ.დოს სანტოსი (ბაპტიშტაო 65), სოლდადო, ბაკამბუ.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 1:0 კაისედო (4), 1:1 ტრიგეირასი (24), 2:1 ხ.მორენო (40), 2:2 მუსაჩიო (88)
გაფრთხილებები: ხორდანი, ხ.მორენო, სევილია, ვ.ალვარესი – ხ.კოსტა
გაძევება: ხ.მორენო (89)
მსაჯი: პერეს მონტერო

გრანადა – ხეტაფე 3:2 (2:0)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, ბაბინი, ლომბანი, ფოლქიერი, მ.ლოპეში, ფ.რიკო (კრინი 76), რ.პერესი, მენდეში (იბანესი 67), როჩინა (მარკესი 84), საკსესი, ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ვერხინი, კალა, იოდა, დამიან სუარესი, ხ.როდრიგესი (სცეპოვიჩი 57), ლასენი, ლეონი (ვანდერსონი 57), ვ.როდრიგესი (მ.გომესი 71), სარაბია, ვაზკესი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 1:0 დ.რიკო (27), 2:0 ელ არაბი (36), 2:1 სცეპოვიჩი (71), 2:2 მ.გომესი (74), 3:2 როჩინა (77)
გაფრთხილებები: ფ.რიკო, როჩინა – ვანდერსონი, სცეპოვიჩი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

რაიო ვალეკანო – სელტა 3:0 (3:0)

მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხ.კარლოსი, ტიტო (დორადო 76), ზე კასტრო, ქუინი, ნ.მარტინესი, დ.ლორენტე, ტრაშორასი, პ.ერნანდესი (კაბალიერო 63), ხოზაბედი, ბებე, მიკუ (გერა 69).
მწვრთნელი: პაკო ხემესი

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, გოლდარი, ს.გომესი, პლანასი (ხონი 73), მალიო, რადოია (პაბლო პედრო ერნანდესი 46), ბ.ფერნანდესი, სენე, დრაზიჩი (ჩეიკი 66), ბონგონდა, ბივუ.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0 მიკუ (21), 2:0 ტიტო (26), 3:0 ხოზაბედი (36)
გაფრთხილებები: დორადო, ქუინი, ტრაშორასი – ბივუ, გოლდარი, ორელიანა (სკამიდან), დრაზიჩი
მსაჯი: ხაიმე ლატრე

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094779