ფეხბურთი

19:38 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პორტომ” მეკარე დაიმატა

“მარიტიმუს” აწ უკვე ყოფილი მეკარე ჟოზე სა კარიერას “პორტოში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “დრაკონების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

პორტუგალიურმა გრანდმა 23 წლის ნიჭიერი კიპერი 2020 წლის 30 ივნისამდე გაიფორმა. ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით არ ხმაურდება.

სა გასულ ზაფხულში გამართულ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახლდათ და აღნიშნული ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა.

მან მიმდინარე სეზონში “მარიტიმუს” კარი 9-ჯერ დაიცვა და 17 გოლი გაუშვა.

თეგებიჟოზე სა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.113917