ფეხბურთი

19:48 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს XXII ტურის სიმბოლური

იტალიის სერია A-ს ვებგვერდმა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად XXII ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნა. კალჩოს გასული უიქ-ენდის გამორჩეულ თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ხუთი წარმომადგენელი ტურინის “იუვენტუსს” ჰყავს. “იუვემ” ხსენებულ ტურში ვერონას “კიევოს” გასვლაზე 4:0 მოუგო და გასაკვირი არაა, რომ თითქმის ნახევარი გუნდი მისი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა.

ალვარო მორატამ “მფრინავ ვირებს” ორი გოლი გაუტანა, ალექს სანდრომ და პოლ პოგბამ კი, თითო-თითო. სტეფან ლიხშტაინერი საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო ანდრეა ბარძალი დაცვაში დამაჯერებელი და ყურადღებიანი თამაშით.

დანარჩენი 6 მოთამაშე ტიფოზებმა “მილანიდან”, “ნაპოლიდან” და “რომადან” აარჩიეს.

სერია A-ს XXII ტურის სიმბოლური:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”)

მცველები: სტეფან ლიხშტაინერი (“იუვენტუსი”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ალექსი (“მილანი”), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”)

ნახევარმცველები: პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), იურაი კუცკა (“მილანი”), მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”)

თავდამსხმელები: სტეფან ელ შაარავი (“რომა”), ალვარო მორატა (“იუვენტუსი”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”)

თეგებისერია A
0.088024