ჟოზე მოურინიომ შესაძლოა უახლოეს მომავალში ახალი სამსახური იპოვოს, თუმცა არანაირი “მანჩესტერ იუნაიტედი”, არანაირი პრემიერლიგა, არანაირი მწვრთნელობა... როგორც ბრიტანული გამოცემა london evening standard-ი იუწყება, “განსაკუთრებულს” სამსახურს ჩინეთში სთავაზობენ, ოღონდ არა რომელიმე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, არამედ საფეხბურთო მრჩეველის რანგში ყველა ასპექტის მიხედვით. ჟოზე ჩინეთში გუნდების ვარჯიშებს გაარჩევს, ამავდროულად სატრანსფერო პოლიტიკაშიც აქტიურად ჩაერევა და ეს იმოქმედებს, როგორც საკლუბო დონეზე, ისე ჩინეთის ნაკრებშიც.
ბოლო დროს უცხოური მედიაში კი იწერებოდა, რომ მოურინიოს “მანჩესტერში” დანიშვნა ზაფხულში გადაწყვეტილი იყო, მაგრამ თუ წყაროს დავუჯერებთ, პორტუგალიელი სპეციალისტის აგენტი, ჟორჟე მენდეში უკვე შეხვდა ჩჟან დაჟონგს, რომელიც ჩინეთში სპორტული მარკეტინგის ხელმძღვანელია.
ჯერჯერობით უცნობია რა პირობები შესთავაზეს “ჩელსის” ექსთავკაცს აზიაში, მაგრამ თუ ბოლო პერიოდში ჩინური გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებსა და გადახდილ თანხებს გავიხსენებთ, ალბათ ყველაფერი ადვილი მისახვედრი იქნება...