ფეხბურთი

2:00 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" მოგება მსუყედ გაიხსენა

იტალიის სერია A მისთვის უჩვეულოდ ხუთშაბათს დაიწყო. XXV ტურის სასტარტო შეხვედრაში კი, რომის “ლაციომ” ღრმა აუტსაიდერ და ცალი ფეხით გავარდნილ “ჰელას ვერონას” ოფლის დაუღვრელად მოუგო.

დედაქალაქელებს წელს რთული სეზონი აქვთ და ბოლო სამი მატჩიდან ვერცერთში მოეგოთ, შესაბამისად სტეფანო პიოლის თვაზე ღრუბლებიც გამოჩენილიყვნენ. ამდენად, გასაკვირი არ იქნებოდა თუ “ლაციალე” “ჰელასთან” ქულებს დაკარგავდა პიოლი უმუშევარი დარჩენილიყო, მაგრამ “არწივებმა” მობილიზება შეძლეს და მეტოქეს დიდი ანგარიშით აჯობეს.

არადა, ერთი შეხედვით, როგორც ანგარიშიდან ჩანს, ასე ადვილადაც არ ყოფილა საქმე – “ლაციო” მხოლოდ 45-ე წუთზე დაწინაურდა, როცა ლესანდრო მატრიმ გაიტანა. მართალია მეორე ტაიმში მასპინძლებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ლეანდრო გრეკოს ზუსტი საჯარიმოთი და ლუკა ტონის გოლით სტუმრებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და თითქოს თამაშიც დაიძაბა... და მაინც, საბოლოოდ კლასმა თავისი გაიტანა. ჯერ კეიტა ბალდემ, მერე კი მოედანზე ახლადშესულმა და ტრავმამოშუშებულმა ანტონიო კანდრევამ ტაბლოზე მაინც გამანდგურებელი ანგარიში ასახეს – 5:2.

“ლაციო” – “ვერონა” 5:2 (1:0) VIDEO

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 28 000

“ლაციო” (4-1-2-3): მარკეტი; კონკო, ჰოედტი, მაურისიო, ლულიჩი; ბილია; მილინკოვიჩ-სავიჩი, კატალდი; მაური (კეიტა 73), მატრი (კლოზე 80), ანდერსონი (კანდრევა 85)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო, ჰელანდერი, მორასი, ფარესი (რომულო 51); ვსჟოლეკი, გრეკო, იონიტა, იანკოვიჩი (ჟილბერტო 51); ტონი, პაცინი (გომესი 69)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 1:0 მატრი (45), 2:0 მაური (50), 3:0 ანდერსონი (69), 3:1 გრეკო (72), 3:2 ტონი (79), 4:2 კეიტა (82), 5:2 კანდრევა (90)

გაფრთხილება: მაურისიო (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 8 (5) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 6:3

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

თეგებისერია A
0.091712