იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა XXV ტურის სიმბოლური ნაკრები ტრადიციულად გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოავლინა. კალჩოს გასული ტურის საუკეთესო თერთმეტეულში ისევ სჭარბობს ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები. ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, პოლ პოგბა და სიმონე ძაძა – ეს, ის მოთამაშეები არიან, რომელთაც ადგილი ტურის სიმბოლურში ერგოთ.
აღსანიშნავია, რომ “იუვეს” გარდა, 11-ეული მხოლოდ “რომას”, “ტორინოსა” და “მილანის” წევრებით დაკომპლექტდა. ერთადერთი გამონაკლისი ფლორენციის “ფიორენტინაა”, რომელსაც ესპანელი ბორხა ვალერო წარმოადგენს.
XXVტურის სიმბოლური:
მეკარე: დანიელე პადელი (“ტორინო”
მცველები: ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ალესიო რომანიოლი (“მილანი”), ლუკას დინიე (“რომა”)
ნახევარმცველები: კეისუკე ჰონდა (“მილანი”), ბორხა ვალერო (“ფიორენტინა”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”)
თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (“რომა”) ჩირო იმმობილე (“ტორინო”), სიმონე ძაძა (“იუვენტუსი”).