ფეხბურთი

2:38 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” წინ გაიჭრა

კატალონიური “ბარსელონა” გუშინ ლა ლიგის მე-16 ტურის გამოტოვებულ მატჩში “ელ მოლინონზე” “ხიხონს” დაუპირისპირდა, დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და უახლოეს მდევარს, მადრიდის “ატლეტიკოს” 6 ქულით გაუსწრო.

გასაკვირი არაა, რომ სტუმრები მთელი შეხვედრის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ. ანგარიში 25-ე წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან სიზუსტეზე გათვლილი დარტყმით გაიტანა. მასპინძლები გაშვებულმა გოლმა არ გატეხა და ორ წუთში კარლოს კასტრომ ახლო მანძილიდან ბრავოს დამწუხრება მოახერხა, თუმცა ოთხ წუთში მესიმ დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს პირველი ნახევარი მოაგებინა. გატანა შეეძლო ნეიმარსაც, მაგრამ არ გაუმართლა და შორეულ კუთხეში ძელს გაარტყა, თორემ მშვენიერი გოლი გამოსდიოდა.

მეორე ნახევარში ყურადღების ცენტრში ლუის სუარესი გახლდათ, მან 62-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო ხუთ წუთში საკუთარი შეცდომა გამოასწორა და მოჭრილი დარტყმით შორეულ კუთხეში შესანიშნავი ბურთი შეაგდო – 1:3.

“ბლაუგრანამ” 60 ქულა დააგროვა. კატალონიელები “ატლეტიკოს” ექვსით, ხოლო “რეალს” შვიდი ქულით უსწრებენ.

ხიხონი – ბარსელონა 1:3 (1:2)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, ლიხნოვსკი, მერე, კანელია, კორა, მასკარელი, კასესი, მენენდეში (ბარერი 74), პ.პერესი (ი.ლოპესი 68), ჰალილოვიჩი, კ.კასტრო (ხონათანი 68).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე (ბარტრა 81), მატიე, ვიდალი, ადრიანო, ბუსკეტსი (მასკერანო 80), რაკიტიჩი, თურანი, ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1;1:2 მესი (25;31), 1:1 კ.კასტრო (27), 1:3 ლ.სურესი (67)
გაფრთხილებები: მერე, კანელია – ბუსკეტსი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

62-ე წუთზე ლუის სუარესმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090023