ფეხბურთი

2:53 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" რელსებს დაუბრუნდა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ში “რომა” გაჩერებას აღარ აპირებს. ყოველშემთხვევაში, “ჯალოროსიმ” ისევ მოიგო და სამეულთან ახლოს ტრიალებს. თუმცა, სალიგო ზონაში ჯერ ვერ შეაღწია, რადგან XXVI ტურში ფლორენციის “ფიორენტინამაც” მოიგო.

შეიძლება ითქვას, “რომამ” მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა. მართალია, რომაელთა ჯილად სიცილიური “პალერმო” ვერ გამოდგება, მითუმეტეს, რომ კუნძულელებმა უკვე 4-ჯერ იცვალეს მთავარი მწვრთნელი, მაგრამ არც ის ივარგებს თუ “მგლებს” არ შევაქებთ.

ლუჩანო სპალეტიმ “რეალთან” მარცხის შემდეგ შემადგენლობაში კორექტივები შეიტანა და სტეფან ელ შაარავიც “რომაში” გადასვლის შემდეგ პირველად დარჩა თადარიგში და საერთოდ, ბოლომდე იქ ყოფნა მოუწია. სასტარტოში ვერც დიეგო პეროტი ვიხილეთ, მაგრამ არგენტინელმა ბოლოსკენ ითამაშა და ედინ ჯეკოს ჩინებული საგოლე პასიც გაუკეთა. სხვათა შორის, ბოსნიელმა დუბლი შეასრულა, რაც იტალიაში გადაბარგების მერე პირველად მოახერხა. პეროტის ჩაწოდებულს თავი რომ შეაგება და წერტილი დასვა, უკვე ვთქვით. მანამდე კი, ანგარიშიც მანვე გახსნა, როცა პიანიჩს დაუფასა კარგი მოქმედება. არადა, სანამ ჯეკო იხეირებდა სამი წუთით ადრე მთელი “ოლიმპიკო” უსტვენდა. რბილად რომ ვთქვათ, დამსახურებულად: ბოსნიელმა მაიკონის ფლანგური გადაცემის შემდეგ ცარიელ კარს ვერ დაუმიზნა და ისეთი ბურთი ვერ შეაგდო, რომ იტყვიან აცილება უფრო ძნელი იყო, ვიდრე გატანაო... და მაინც, “რომას” რიგებში საუკეთესო მოჰამედ სალაჰი გახლდათ. ეგვიპტელმა ძალიან მოუმატა და მისი შეჩერება “პალერმოს” უკანახაზელებს უჭირდათ. სალაჰმაც დუბლი გაიფორმა, მეორე გოლი კი მართლაც საოცარი იყო – მოჰამედმა პირითი ხაზიდან ბურთის კარის ჩარჩოში მოხვედრება შეძლო... ისეთი გოლია სანახავად რომ ღირს... ჰო ერთიც, სპალეტიმ კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და ფრანჩესკო ტოტი არ ათამაშა. მართალია, "პუპონეს" უთამაშებლობა წელს აღარავის აკვირვებს, მაგრამ ყურადსაღები ისაა, რომ ლუჩანომ ტოტის ადგილი თადარიგშიც ვერ ნახა და ადგილი ტრიბუნაზე მიუჩინა. ტიფოზები კი თავიანთ კუმირს მხურვალე აპლოდისმენტებით შეეგებნენ.

სანამ “რომა” “პალერმოს” დაარბევდა, მანამდე “ფიორენტინამ” ბერგამოში “ატალანტას” მოუგო. “იების” გამარჯვება დიდწილად ესპანელი ახალწვეულის კრისტიან ტელოს დამსახურებაა, რომელმაც ჯერ მატი ფერნანდესს გაატანინა და ცოტა ხანში თავადაც შეაგდო. ბერგამოელებმა მთლიანობაში ორივე გოლი გაქვითეს, მაგრამ მანამდე ნიკოლა კალინიჩსაც მოესწრო გატანა. აღსანიშნავია, რომ ხორვატმა ფორვარდმა, რომლის ფლორენციული კარიერა კარგად დაიწყო, 20 დეკემბრის მერე პირველად გაიტანა და მშრალი სერია დაასრულა.

ტურინში კი “ტორინოს” ადგილობრივმა ტიფოზებმა ბევრი უსტვინეს და მეტწილად ქომაგების რისხვის ობიექტი “ხარების” მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა გახლდათ. ტურინელებმა ვენტურას ტრიბუნაზე ბანერიც გადმოუფინეს, რომელზეც მადლობა გადაუხადეს აქამდე გაწეული სამუშაოსთვის, მაგრამ კლუბის დატოვება ურჩიეს... “ტორინომ” კი დებიუტანტ “კარპის” ვერაფერი მოუხერხა დიდი უპირატესობის მიუხედავად და ნულოვან ფრეს დასჯერდა. ისე, მასპინძლებს მოგება მაინც შეეძლოთ, თუმცა მაქსი ლოპესმა ბოლოსკენ მეტოქე კიპერს თერთმეტი მეტრიდან ვერ გაუტანა...

მაქსი ლოპესის მსგავსად ანტიგმირი გახდა ანტონიო დი ნატალეც. ტოტოს რთული სეზონი აქვს და ძირითადად სათადარიგო სკამზე ზის, მაგრამ გენუაში, “ჯენოასთან” მატჩის ბოლო წუთზე თავისი გუნდის გადარჩენა შეეძლო, თუმცა რად გინდა?! – მატია პერინმა ვეტერან ფორვარდს პენალტი აუღო – 2:1.

დღევანდელი სათამაშო დღის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 0:0 გახლდათ. სწორედ ასე დასრულდა მატჩი “სტადიო მატუზაზე”, სადაც რომის “ლაციომ” “ფროზინონეს” გოლი ვერ გაუტანა, თუმცა არც თვითონ გაუშვია. ლევან მჭედლიძის გარეშე (სათადარიგო იყო) “ემპოლიმ” რეჯიო ემილიაში “სასუოლოსთან” უხვგოლიან მატჩში წააგო – 2:3.

“ატალანტა” – “ფიორენტინა” 2:3 (0:0) (მიმოხილვა)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 15 000

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; კონტი, მაზიელო, ტოლოი, დრამე; დე რუნი, ჩიგარინი, კურტიჩი (ბორიელო 80); დ’ალესანდრო (გაკპე 69), პინილია, გომესი (დიამანტი 60)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი, პასკუალი; ბადეი, ვესინო; ბერნარდესკი (ბორხა ვალერო 66), მატი ფერნანდესი, ტელო (ტომოვიჩი 85); ბაბაკარი (კალინიჩი 61)

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 0:1 მატი ფერნანდესი (67), 0:2 ტელო (81), 1:2 კონტი (84), 1:3 კალინიჩი (87), 2:3 პინილია (90)

გაფრთხილება: პინილია (14), დრამე (16), ჩიგარინი (44), კონტი (65, 90) – ბაბაკარი (15), პასკუალი (45)

გაძევება: კონტი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 15 (10) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“ჯენოა” – “უდინეზე” 2:1 (0:1)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, მუნიოსი (დე მაიო 46); რინკონი, დზემაილი, რიგონი, ლაქსალტი; ჩერჩი (მარკეზე 80), მატავცი, სუსო (ტაკჩიდისი 67)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ფელიპე, პირისი; ედენილსონი, გილერმე (დი ნატალე 74), ბადუ, ჰალფრედსონი (კუჟმანოვიჩი 67), ალი ადნანი; ძაპატა (მატოსი 61), ტერო

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლები: 0:1 ალი ადნანი (33), 1:1 ჩერჩი (57, პენ), 2:1 ლაქსალტი (70)

გაფრთხილება: ბურდისო (33), სუსო (43), იცო (90) – გილერმე (37), ძაპატა (57), ჰალფრედსონი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (11) – 10 (6) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“სასუოლო” – “ემპოლი” 3:2 (1:1)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 11 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, დანკანი; ბერარდი (ბიონდინი 83), დეფრელი (ფალჩინელი 86), სანსონე (პოლიტანო 76)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი, ტონელი, ლაურინი, კოშიჩი; კროჩე (ბიტანტე 57), ზიელინსკი, პარედესი (დიუსე 68); საპონარა (პიუ 57); მაკარონე, პუჩიარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 0:1 ზიელინსკი (36), 1:1 ბერარდი (41), 2:1 დეფრელი (48), 3:1 დეფრელი (50), 3:2 მაკარონე (70)

გაფრთხილება: მისიროლი (14, 32), პელუზო (70) – ტონელი (10, 39), საპონარა (53)

გაძევება: მისიროლი (32) – ტონელი (39)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 7 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ტორინო” – “კარპი” 0:0 (0:0)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 17 000

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ვივესი, ბენასი (მაქსი ლოპესი 74), ბაზელი (ობი 85), გასტონ სილვა (ძაპაკოსტა 89); ბელოტი, იმმობილე

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; ლეტიცია, ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო; საბელი, ბიანკო, დი გაუდიო (კოფიე 67), კრიმი (ლასანია 51); ლოლო, მბაკოგუ (მანკოსუ 76)

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

გაფრთხილება: გლიკი (25), ბენასი (26), ბრუნო პერესი (30), იმმობილე (82) – კრიმი (21), ლოლო (38), ძაკარდო (55), საბელი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 3 (0) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ფროზინონე” – “ლაციო” 0:0 (0:0)

ფროზინონე, “მატუზა”

მაყურებელი: 7 470

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, აჯეტი, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; გორი, ფრარა (ჩიბსა 88), სამარკო; დ. ჩიოფანი, სოდიმო (ტონევი 70), დიონისი (კრაგლი 84)

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; კონკო, ბიშევაცი, ჰოედტი, ლულიჩი; პაროლო (მილინკოვიჩ-სავიჩი 76), ბილია, კატალდი; მაური (კეიტა 53), ჯორჯევიჩი (კლოზე 66), კანდრევა

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გაფრთხილება: როზი (75), ჩიბსა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 11 (2) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: კარმინე რუსო

“რომა” – “პალერმო” 5:0 (1:0) (მიმოხილვა)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 35 000

“რომა” (4-3-3): შჩესნი; მაიკონი (სტროტმანი 78), რუდიგერი, მანოლასი, დინიე; ნაინგოლანი, კეიტა, პიანიჩი (იაგო ფალკე 72); ფლორენცი, ჯეკო, სალაჰი (პეროტი 86)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“პალერმო” (3-5-2): ალასტრა; ანდელკოვიჩი, გონსალესი, სტრუნა; ბრუგმანი (ტრაიკოვსკი 57), ჰილიერმაკი, იაიალო, პეცელა, მორგანელა; ვასკესი (მარესკა 67), ჯილარდინო (ჯურჯევიჩი 72)

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

გოლები: 1:0 ჯეკო (30), 2:0 კეიტა (52), 3:0 სალაჰი (60), 4:0 სალაჰი (62), 5:0 ჯეკო (89)

გაფრთხილება: სტრუნა (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (6) – 2 (1) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095604