ფეხბურთი

4:02 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდელები “ბარსელონას” შორდებიან

ესპანეთის ჩემპიონატში 25-ე ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი კიდევ უფრო გამოიკვეთა. შაბათს “ბარსელონამ” კანარის კუნძულებზე დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა, ხოლო გუშინ მადრიდულმა გრანდებმა “ატლეტიკომ” და “რეალმა” გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს და “ბლაუგრანა” კიდევ უფრო წინ გაუშვეს.

“რეალი” “ლა როსალედაზე” “მალაგას” ეწვია, ძალიან გაუჭირდა და ისეთი თამაში იყო, რომ შეიძლებოდა საერთოდ უქულოდ დარჩენილიყო. პირველ ტაიმში მასპინძლებს გოლის გატანის სამი 100%-იანი შანსი ჰქონდათ, ორ ეპიზოდში ხუანპიმ ვერ ივარგა (ერთ შემთხვევაში კეილორ ნავასმა ითამაშა მშვენივრად), ხოლო ერთი შანსი რიკარდო ჰორტამ გაანიავა, რომელმაც ახლო მანძილიდან ააცილა.

გამოუყენებელი მომენტების გამო მასპინძლები დაისაჯნენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ძალიან უსამართლოდ, რადგანაც კრიშტიანო რონალდუ, რომელმაც 33-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სამ წუთში პორტუგალიელს შეეძლო დუბლი შეესრულებინა და მატჩის ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ მის მიერ შესრულებული კამენიმ მოიგერია და ტაიმი 0:1 დასრულდა.

“მედუზები” მეორე ნახევარშიც კარგად გამოიყურებოდნენ და საწადელს 66-ე წუთზე მიაღწიეს. გოლი შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველებმა შექმნეს: ველიგტონის გადაცემით ახლო მანძილიდან ალბენტოსამ იხეირა.

დარჩენილ დროში სტუმრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მეორე ბურთის გატანას ცდილობდნენ, ხოლო “მალაგა” კონტრშეტევებზე იკბინებოდა მწარედ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:1.

მეორე მადრიდულმა კლუბმა “ატლეტიკომ” შინ მე-4 ადგილოსანი “ვილიარეალი” მიიღო და ვალენსიაში ქულა გაატანა. მატჩი მწირი საგოლე მომენტებით გამოირჩა და უგოლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ “ვილიარეალმა” ზედიზედ მე-12 წაუგებელი მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში. “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” ბოლოს გასული წლის 29 ნოემბერს გასვლაზე წააგეს “ხეტაფესთან”.

“როხიბლანკოს” კიპერმა იან ობლაკმა კი, მიმდინარე ლა ლიგაში მეთექვსმეტედ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

“სევილია” გასვლაზე ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა “რაიო ვალეკანოს”, თუმცა პაკო ხემესმა პირველივე ტაიმში სწორი შეცვლები განახორციელა, რამაც შედეგი გამოიღო და მასპინძლებმა გაათანაბრეს. შესაბამისად, “სევილიამ” უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და მე-4 ადგილოსან “ვილირეალს” კვლავ 8 ქულით ჩამორჩება.

“ბილბაომ” საკუთარ კედლებში ბასკურ დერბიში “სოსიედადი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა გუნდებს ექვს-ექვსი ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა არავინ გაუძევებია. მატჩის ერთადერთი გოლი კი მე-17 წუთზე გავიდა – ჯონათასმა ლამაზი დარტყმით შეძლო სამქულიანის გატანა – 0:1.

ლა ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო “ვალენსიამ”, რომელმაც საგარეო მატჩში “გრანადას” აჯობა. უგოლო ტაიმი შემდეგ “ღამურები” 55-ე წუთზე დანიელ პარეხომ დააწინაურა, რომელმაც ანდრე გომეშისა და პაკო ალკასერის მშვენიერი კომბინაცია დააგვირგვინა. 90-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი კონტრეშეტევა განახორციელეს, ალკასერს ანდრეს ფერნანდესმა აჯობა, თუმცა დამატებაზე სანტი მინა გაჩნდა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. 93-ე წუთზე მენდეშმა პრესტიჟის ბურთის გატანა მოახერხა, თუმცა ამ გოლს აღარაფერი შეუცვლია – 1:2.

25 ტურის შემდეგ “ბარსელონა” 63 ქულით პირველ ადგილზეა. “ატლეტიკოს” 55 ქულა აქვს, “რეალს” 54, ხოლო “ვილიარეალს” 49.

რაიო ვალეკანო – სევილია 2:2 (1:2)

მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხ.კარლოსი, ნ.მარტინესი (მანუჩო 35), დ.ლორენტე, ზე კასტრო, ტიტო, ბაენა (ემბარბა 28), ტრაშორასი, ბებე (დორადო 78), ხოზაბედი, პ.ერნანდესი, მიკუ.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, ფასიო, რამი, კოკე, ტრემულინასი, კრისტოფორო (კარისო 66), ნ’ზონზი, იბორა (ბანეგა 66), კრონ-დელი, კონოპლიანკა (ვიტოლო 80), გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 ნ’ზონზი (10), 0:2 იბორა (20), 1:2 მანუჩო (43), 2:2 მიკუ (62)
გაფრთხილებები: ბაენა, ხოზაბედი, მიკუ, ემბარბა, დ.ლორენტე, პ.ერნანდესი – კოკე, ბანეგა
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

მალაგა – რეალი 1:1 (0:1)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-4-2): კამენი, ალბენტოსა, ველიგტონი, მ.ტორესი, როსალესი, რესიო, კამაჩო, ჰორტა (ფორნალსი 63), ხუანპი (დუდა 89), ჩოპი (სანტა კრუზი 81), ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, ნაჩო, მარსელო, კარვახალი, მოდრიჩი, კროოსი, კოვაჩიჩი, ხესე (ვაზკესი 61), რონალდუ, ისკო (ხამესი 75).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 რონალდუ (33), 1:1 ალბენტოსა (66)
გაფრთხილებები: მ.ტორესი, ველიგტონი, ჩარლესი, კამაჩო, კამენი – მარსელო, მოდრიჩი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

36-ე წუთზე რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ბილბაო – სოსიედადი 0:1 (0:1)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი, ლაპორტე, დე მარკოსი, ბალენსიაგა, სან ხოსე (იტურასპე 78), ბენიატი, უილიამსი (რ.გარსია 37), სუსაეტა (ვიგუერა 74), მუნიაინი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი, მ.გონსალესი, ბერჩიჩი, ელუსტონდო, ილარამენდი, რეიესი (პარდო 68), პრიეტო, ველა (ბერგარა 75), ოიარზაბალი, ჯონათასი (ზურუტუზა 91).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლი: ჯონათასი (17)
გაფრთხილებები: სუსაეტა, სან ხოსე, რ.გარსია, ადურისი, ბენიატი, დე მარკოსი – ილარამენდი, რეიესი, ჯონათასი, ველა, ელუსტონდო, რული
მსაჯი: ხოსე სანჩესი

გრანადა – ვალენსია 1:2 (0:0)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, ლომბანი, რ.კოშტა, ფოლქიერი, მ.ლოპეში, რ.პერესი (კუენკა 69), ფ.რიკო, პენარანდა (მენდეში 46), როჩინა, საკსესი, ბარალი (ელ არაბი 62).
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, სანტოსი, მუსტაფი, კანსელო, სიკეირა (ბარაგანი 84), ე.პერესი, პარეხო, გომეში, ფეგული (მინა 78), ჩერიშევი (პიატი 68), ალკასერი.
მწვრთნელი: გარი ნევილი

გოლები: 0:1 პარეხო (55), 0:2 მინა (90), 1:2 მენდეში (93)
გაფრთხილებები: რ.პერესი, საკსესი – პარეხო, კანსელო, ალვეში
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

ატლეტიკო – ვილიარეალი 0:0

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, გაბი, საული (კრანევიტერი 81), კორეა (ვიეტო 69), კოკე, გრიზმანი (ო.ტორესი 62), ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, ბონერა, გასპარი, ბაილი, სორიანო, პინა, რუკავინა, კასტილიეხო (დ.სუარესი 68), ბაკამბუ (ბაპტიშტაო 82), სოლდადო (ადრიანი 64).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გაფრთხილებები: გაბი, ლუისი – კასტილიეხო, ბაილი
მსაჯი:
პრიეტო იგლესიასი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.120905