საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი “პარკ დე პრენსის” სტადიონზე არ შეუშვეს. როგორც ახლახან გახდა ცნობილი, სარკოზის, რომელიც “პარი სენ ჟერმენის” თავგადაკლული გულშემატკივარია, 10 დღის წინ, პსჟ-“ლილის” კალენდარულ მატჩზე თურმე 10 წუთი დაგვიანებია და სტადიონის დაცვამ ტრიბუნებზე არ შეუშვა...
პატივცემულმა სარკოზიმ ორი დღის წინ, უკვე “რეიმსთან” საშინაო მატჩზე პუნქტუალობა გამოიჩინა, სტადიონზე თამაშის დაწყებამდე მიბრძანდა და შესაბამისად თავისი საყვარელი გუნდის გამარჯვებითაც დატკბა...