ფეხბურთი

2:47 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" და იგუაინი "იუვეს" არ ეშვებიან (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXIX ტურის შემდეგ ის სამი გუნდი გამოიკვეთა, რომლებიც გაისად ჩემპიონთა ლიგაზე იტალიას წარადგენენ. ეს კი პირველ რიგში ფლორენციის “ფიორენტინას” დამსახურებაა, რადგან “იებმა” დაუგეგმავი ორი ქულა გაანიავეს და “რომას” უპირატესობის გაზრდის საშუალება მისცეს.

“რომამ” კი ამასობაში მიჯრით მერვე თამაში მოიგო. ლუჩანო სპალეტის შეგირდთ ამჯერად ფეერიულად არ უთამაშიათ, მაგრამ უდინეში, მწვავე კრიზისში მყოფი “უდინეზეს” დასამარცხებლად ედინ ჯეკოსა და ალესანდრო ფლორენცის გოლებიც საკმარისი აღმოჩნდა. “ჯალოროსიმ” “ფიორენტინას” უკვე 5 ქულით გაასწრო, ამდენივეთი სჯაბნის მილანის “ინტერსაც”. მოკლედ, “რომა” მესამე ადგილზე გასვლის მთავარი პრდენდენტია.

“ფიორენტინა” თავის მხრივ, შინ ღრმა აუტსაიდერ “ვერონას” დაუზავდა – 1:1. პაულო სოუზას გუნდი ბოლო დროს ისეთ გამართულ ფეხბურთს ვერ აჩვენებს, როგორც სეზონის პირველ ნაწილში და ვინ იცის, იქნებ პორტუგალიელ სპეციალისტს წყალიც შეუდგეს. “ჰელასთან” მატჩში “ვიოლამ” ორი ქულა ბოლო წუთებში დაკარგა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს “ნაპოლი”. ნეაპოლელებმა სიცილიაზე “პალერმოს” აჯობეს გონსალო იგუაინი პენალტის წყალობით. “პიპიტასთვის” ეს მიმდინარე სეზონში 27-ე გოლია. “პალერმო” კი დაღმასვლას აგრძელებს და ვალტერ ნოველინოს დებიუტი წარუმატებელი გამოუვიდა.

რომის “ლაციომ” ბერგამოს “ატალანტას” შინ ძლივს აჯობა. სტეფანო პიოლის გუნდს საერთოდ მომენტების შექმნა უჭირს და ამჯერადაც ასე იყო. “ლაციალეს” ფეხბურთელებმა კარში 3-ჯერ დაარტყეს, და აქედან ორ შემთხვევაში ბურთი ბადეში აღმოჩნდა. მატჩის გმირი კი მიროსლავ კლოზე გახდა – გერმანელმა დუბლი შეასრულა.

ვერ მოიგო “მილანმა”. მეტიც ვერონაში, “კიევოსთან” მარცხს გადაურჩა – 0:0. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ხუთეულს საგრძნობლად დაშორდა და ახლა მისი მთავარი საზრუნავი თასის მოგება უნდა იყოს.

“კიევო” – “მილანი” 0:0 (0:0) (მიმოხილვა)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 12 000

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, ცეზარი, დაინელი, გობი; რადოვანოვიჩი, ჰეტემაი, კასტრო; ბირსა (პეპე 73), მეჯორინი (მ’პოკუ 88), ფლორო ფლორესი (პელისიერი 62)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“მილანი” (4-4-2): დონარუმა (აბიატი 19); აბატე, რომანიოლი, ალექსი, ანტონელი; ჰონდა, პოლი (მაური 85), ბერტოლაჩი, ბონავენტურა; მენესი (ლუის ადრიანო 61), ბაკა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გაფრთხილება: დაინელი (41), კასტრო (60), კაჩიატორე (84), გობი (90) – მენესი (44), ბონავენტურა (84), აბატე (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 8 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ანტონიო დამატო

“კარპი” – “ფროზინონე” 2:1 (1:0) (მიმოხილვა)

მოდენა, “ბრალია”

მაყურებელი: 9 000

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; ლეტიცია, ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო; პაშიუტი, კოფიე, ბიანკო (კრიმი 66), დი გაუდიო; ლოლო (ლასანია 59), მანკოსუ (დე გუზმანი 76)

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, პრიიმა, აჯეტი, პავლოვიჩი; გორი (სოდიმო 63), ფრარა, სამარკო; დ. ჩიოფანი, კრაგლი (კარლინი 63), დიონისი (ჩიბსა 77)

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

გოლები: 1:0 ბიანკო (27), 1:1 დიონისი (71), 2:1 დე გუზმანი (90, პენ)

გაფრთხილება: ბიანკო (1), პაშიუტი (61), ლეტიცია (90) – გორი (1), როზი (68), სოდიმო (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 11 (6) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ფიორენტინა” – “ვერონა” 1:1 (1:0) (მიმოხილვა)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 33 081

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი (რონკალია 7), ასტორი, პასკუალი, ალონსო; ტინო კოსტა (ბერნარდესკი 56), მატი ფერნანდესი; სარატე, ბორხა ვალერო, ტელო; ბაბაკარი (კალინიჩი 75)

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ვერონა” (4-4-1-1): გოლინი; პიზანო, ჰელანდერი, ბინაკეტი, ფარეში; ვსჟოლეკი (პაცინი 72), მარონე (ემანუელსონი 79), გრეკო (სილიგარდი 60), იონიტა; რებიჩი, ტონი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 1:0 სარატე (40), 1:1 პიზანო (87)

გაფრთხილება: ასტორი (48), მატი ფერნანდესი (88) - ჰელანდერი (13)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 9 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ჯენოა” – “ტორინო” 3:2 (2:2)(მიმოხილვა)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; დე მაიო, იცო, ბურდისო; ანსალდი, რინკონი, დზემაილი (ტაკჩიდისი 76), გაბრიელ სილვა; ჩერჩი (რუსო 57) პანდევი, ლაქსალტი (რიგონი 46)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, აკქუა, ბენასი (მაქსი ლოპესი 76), ვივესი, მოლინარო (ძაპაკოსტა 76); ბელოტი (მარტინესი 60), იმობილე

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

გოლები: 0:1 იმობილე (4), 0:2 იმობილე (15), 1:2 ჩერჩი (20, პენ), 2:2 ჩერჩი (45, პენ), 3:2 რიგონი (66)

გაფრთხილება: ტაკჩიდისი (90) – პადელი (45), ბენასი (49), მორეტი (67), ვივესი (73), აკქუა (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 7 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

“უდინეზე” – “რომა” 1:2 (0:1) (მიმოხილვა)

უდინე, “ფრიული”

მაყურებელი: 12 000

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ფელიპე, ალი ადნანი; ბადუ (კუჟმანოვიჩი 78), ლოდი, ჰალფრედსონი; ბრუნო ფერნანდესი, ტერო (მატოსი 73), ედენისლონი (ძაპატა 46)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, ძუკანოვიჩი, დინიე; ნაინგოლანი, კეიტა; სალაჰი (სტროტმანი 90), პეროტი, ელ შაარავი (პიანიჩი 70); ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 ჯეკო (15), 0:2 ფლორენცი (74), 1:2 ბრუნო ფერნანდესი (85)

გაფრთხილება: ძაპატა (87), დანილო (90) - ნაინგოლანი (6), კეიტა (17), ჯეკო (31)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 13 (8) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მარიო მაცოლენი

“ლაციო” – “ატალანტა” 2:0 (0:0) (მიმოხილვა)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 25 000

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; პატრისი, ჰოედტი, მაურისიო, ბრაფიედი; ონაზი (პაროლო 81), კატალდი (ბილია 73); კიშნა (კეიტა 58), მაური, ანდერსონი; კლოზე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ატალანტა” (3-5-2): სპორტიელო; ტოლოი, მაზიელო, პალეტა; დ’ალესანდრო, ჩიგარინი (გაკპე 72), დე რუნი, კურტიჩი, ბრივიო; გომესი (დიამანტი 71), პინილია (ბორიელო 58)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გოლები: 1:0 კლოზე (67), 2:0 კლოზე (90)

გაფრთხილება: კატალდი (65), პატირისი (80) - ჩიგარინი (24), სპორტიელო (68), ტოლოი (88), მაზიელო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 5 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მარკო გუიდა

“პალერმო” – “ნაპოლი” 0:1 (0:1) (მიმოხილვა)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 14 628

“პალერმო” (4-3-2-1): სორენტინო; ანდელკოვიჩი, გონსალესი, სტრუნა, პეცელა; ჰილიერმაკი (ბალოგი 81), ჩოჩევი, იაიალო; ქუაისონი (ტრაიკოვსკი 90), ვასკესი; ჯილარდინო (ჯურჯევიჩი 53)

მწვრთნელი: ვალტერ კოლანტუონო

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (დავიდ ლოპესი 72); კალეხონი (მერტენსი 65), იგუაინი, ინსინიე (ელ კადური 89)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 იგუაინი (23, პენ)

გაფრთხილება: ჩოჩევი (53), ქუაისონი (84) – ალბიოლი (75), დავიდ ლოპესი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 2 (2) – 13 (7) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 3:7

მსაჯი: ჯანლუკა როკი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.175954