გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 5 შეხვედრა გაიმართა. “ბრუკლინმა” შინ “კლივლენდი” 104:95 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნა, რომელიც ნიუ იორკულმა კლუბმა 24:12 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზეა. “ბრუკლინში” 22 ქულით ბრუკ ლოპესი გამოირჩა. “კლივლენდი” 51 მოგებით და 21 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ხოლო “ბრუკლინი” 20 გამარჯვებით და 51 წაგებით ამავე კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს.
“კლიპერსმა” საკუთარ დარბაზში “პორტლენდი” დრამატულ ბრძოლაში 96:94 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 23 წამით ადრე ლილარდმა სამქულიანი ჩააგდო და “პორტლენდი 94:91 დაწინაურდა. შეხვედრის დასრულებამდე 11 წამით ადრე ჯამალ კროუფორდმა ლილარდს 3-ქულიანით უპასუხა და ანგარიში საყაიმო 94:94 გახადა. ბოლო შეტევის უფლება პორტლენდელებს დარჩათ, რომლებმაც უხეიროდ შეუტიეს და ლოს ანჯელესურ კლუბს შეტევისთვის 0.006 წუთი დარჩა, რად დროშიც ჯეი ჯეი რედიკმა საოცარი ორქულიანი ჩაააგო და “კლიპერსს გამარჯვება მოაპოვებინა.
“ინდიანა” – “ნიუ ორლეანი” 92:84 (24:22, 25:17, 21:22, 22:23)
https://www.youtube.com/watch?v=muBdLPVF6BI
“ბრუკლინი” – “კლივლენდი” 104:95 (26:23, 33:26, 21:34, 24:12)
https://www.youtube.com/watch?v=6M2CV-7vbWw
“ნიუ იორკი” – “ჩიკაგო” 106:94 (31:27, 22:18, 27:20, 26:29)
https://www.youtube.com/watch?v=7lgeUMDALts
“ოკლაჰომა” – “იუტა” 113:91 (26:23, 24:16, 31:21, 32:31)
https://www.youtube.com/watch?v=vnfF2ENQMCs
“კლიპერსი” – “პორტლენდი” 96:94 (18:21, 28:18, 19:26, 31:29)