ფეხბურთი

11:08 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს XXXIII ტურის სიმბოლური

იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა XXXIII ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც ტრადიციულად გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად იქნა შერჩეული.

ბოლო დროს ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ისევ ტურის სიმბოლურშია ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი ლიდერი პოლ პოგბა, რომელმაც “პალერმოსთან” თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. პირველად მოხვდა საუკეთესო თერთმეტეულში ვეტერანი და ბევრისგან მივიწყებული მარკო ბორიელო – იტალიელმა შემტევმა “რომას” დუბლი შეუსრულა.

ყველაზე მეტი, ოთხი წარმომადგენელი კი, მილანის “ინტერს” ჰყავს – “ნერაძურიმ” გასულ უიქ-ენდზე “ნაპოლი” 2:0 დაამარცხა.

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”)

მცველები: გონსალო როდრიგესი (“ფიორენტინა”), მირანდა (“ინტერი”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლუკას დინიე (“რომა”)

ნახევარმცველები: იოსიპ ილიჩიჩი (“ფიორენტინა”), მარსელო ბროზოვიჩი (“ინტერი”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”)

თავდამსხმელები: მარკო ბორიელო (“ატალანტა”), მაურო იკარდი (“ინტერი”), კარლოს ბაკა (“მილანი”)

თეგებისერია A
0.081587