ფეხბურთი

13:20 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” პირველი ტრანსფერი ბრაზილიიდან

იტალიურმა “რომამ” პირველი ტრანსფერი გაჩარხა – ბრაზილიური “ინტერნასიონალის” მეკარე ალისონ ბეკერი ამიერიდან “ჯალორისის” კარს დაიცავს. ამის შესახებ გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება. სამხრეთამერიკელის ტრანსფერი იტალიელებს 7.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ალისონი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდოგმაც კონტრაქტს ხელს მოაწერს. 23 წლის მეკარე ბრაზილიის ნაკრებშია გამოძახებული კოპა ამერიკაზე სათამაშოდ და შესაბამისად, “რომას” მხოლოდ მისი დასრულების მერე შეუერთდება.

ახალგაზრდა მეკარემ პირველი კომენტარიც გააკეთა:

“ბედნიერი ვარ, აქ ყოფნით. ჩემთვის “რომა” მაქსიმუმს ნიშნავს და ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდისთვის”, - თქვა ალისონმა.

თეგები\'\'რომა\'\'
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094399