კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი ფეხბურთის მეფედ წოდებულ პელეს გაუტოლდა გუნდური ჯილდოებით. საქმე ისაა, რომ მესისთვის გუშინ მოგებული კოპა დელ რეი კარიერაში 30-ე გუნდური ტიტული გახლდათ და ანალოგიური მაჩვენებელი აქვს პელეს.
მესიმ ხსენებული 30 თასიდან 28 “ბარსელონას” რიგებში მოიგო – ჩემპიონთა ლიგა 4. კოპა დელ რეი 4, ლა ლიგა 8, ესპანეთის სუპერთასი 6, ევროპის სუპერთასი 3, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 3. აღსანიშნავია, რომ მესის მსგავსად კატალონური გრანდის მაისურით 28 ტიტული ანდრეს ინიესტას აქვს მოპოვებული.
რაც შეეხება დანარჩენ ორ გამარჯვებას, ლიონელმა მას არგენტინის ნაკრებთან ერთად მიაღწია: 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშები მოიგო, ხოლო 2005 წელს მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი.