ფეხბურთი

16:18 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სკუადრა აძურას” ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია

იტალიის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჯამპიერო ვენტურა გაწვრთნის. როგორც ავტორიტეტული გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ვენტურას დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება 7 ივნისს გაკეთდება.

მოგეხსენებათ, ამჟამინდელი თავკაცი ანტონიო კონტე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შედეგის მიუხედავად “სკუადრა აძურას” დატოვებს და ლონდონის “ჩელსის” ჩაიბარებს. სწორედ მის ადგილს დაიკავებს 68 წლის ვენტურა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ანაზღაურების სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ჯამპიერო ვენტურა გამოცდილი სპეციალისტია, იგი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში “ტორინოს” ავარჯიშებდა და ტურინული გუნდი ბოლო პერიოდთან შედარებით ფერზე მოიყვანა. მანამდე კი საკმაოდ ბევრ გუნდს ედგა სათავეში, თუმცა აქედან გრანდი არცერთი ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094865