კალათბურთი

20:37 | 11.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელთა ნაკრები ვარჯიშს შეუდგა

საქართველოს 20-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისათვის მზადებას შეუდგა, რომელსაც 15-24 ივლისს საბერძნეთის ქალაქი ჰალკიდა უმასპინძლებს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის თანაშემწემ გიორგი ნიკოლაძემ განუცხადა.

,,ნაკრებში 20 კალათბურთელი გამოვიძახეთ. გუნდში ამჟამად 19 იმყოფება. რაც შეეხება ვილი ისიანს, რომელიც ესპანეთში თამაშობს, მოგვიანებით შემოგვიერთდება,“- გვითხრა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ტურნირზე საქართველოსთან ერთად პორტუგალიის, ჩერნოგორიის, მაკედონიისა და სომხეთის ნაკრები გუნდები იასპარეზებენ. მათ შორის პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ,,ა“ ლიგის საგზურისათვის ბრძოლას გააგრძელებენ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094074