ფეხბურთი

14:31 | 20.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ანდორისა და სომხეთის ჩემპიონთა დაპირისპირებაში გამარჯვებულით იწყებს

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე ანდორისა და სომხეთის ჩემპიონებს შორის გამარჯვებული იქნება. ნიონში, უეფას შტაბ ბინაში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ჩემპიონი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს “სანტა კოლომასა” და “ალაშკერტს” შორის გამარჯვებულთან დაპირისპირებით გახსნის.

ანდორისა და სომხეთის ჩემპიონები ურთიერთობას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გაარკვევენ, რომლის პირველი მატჩებისთვის 28/29 ივნისი, საპასუხოსთვის კი 5/6 ივლისია გამოყოფილი.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 12/13 ივლისს გაიმართება, საპასუხო 19/20 ივლისს.

0.092322