2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისათვის მზადების მიზნით საქართველოს 20-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები საკონტროლო მატჩების ჩასატარებლად ისრაელის ქალაქ თელ ავივში გაემგზავრა. ამის შესახებ ,, მსოფლიო სპორტს’’ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის თანაშემწე გიორგი ნიკოლაძემ განუცხადა.
,,ისრაელში ოთხთა ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას, სადაც ჩვენთან ერთად მასპინძელთა, რუსეთისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდები იასპარეზებენ’’- გვითხრა ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ 20-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს 11 – 20 აგვისტოს სოფია(ბულგარეთი) უმასპინძლებს. ჩვენთან ერთად D ჯგუფში მომდევნო ეტაპზე გამსვლელი ორი ადგილისათვის ბულგარეთის, ჩეხეთის, ბელგიის, ისლანდიისა და სლოვაკეთის ნაკრები გუნდები იბრძოლებენ.