საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რიოს ოლიმპიადის დასრულებამდე არ გაახმაურებს იმ 98 სპორტსმენის ვინაობას, რომელთაც პეკინი-2008-ის და ლონდონი-2012-ის დროს აღებული ტესტების შემდეგ დადებითი სინჯები აღმოაჩნდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ დოპინგ-სინჯების შესწავლა ჯერ კიდევ გრძელდება. ის კი ცნობილია, რომ სპორტსმენები, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ქმედებაში არიან შემჩნეულნი, ბრაზილიაში ვერ იასპარეზებენ.
ნახსენები 98 დადებითი სინჯი 1200 დოპინგ-ტესტის აღების შემდეგ იქნა გამოვლენილი, ოფიციალურად კი, მხოლოდ 2 გვარია დასახელებული: უკრაინელი და თურქი ძალოსნები – იულია კალინა და სიბელ ოზკანი.