იტალიის სერია A-ს ახალმა, 2016-2017 წლების სეზონმა სტარტი გასულ უიქ-ენდზე აიღო. ბევრის აზრით, ჩემპიონი ისევ ტურინის "იუვენტუსი" გახდება, რადგან "ბებერი ქალბატონის" დონეზე დღესდღეობით აპენინზე არცერთი გუნდი იმყოფება. თუმცა, მაინც საინტერესოა რას ფიქრობს კალჩოს მოყვარული ქართველი გულშემატკივარი ამის შესახებ. შესაბამისად, შეგიძლიათ ჩვენს გამოკითხვაში ნებისმიერმა მიიღოთ მონაწილეობა და დააფიქსიროთ თქვენი აზრი.