მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ეროვნულ ნაკრებს სლოვენიამ აშკარად აჯობა და რომ არა ჯო ჰარტის საოცარი მოქმედებები, მასპინძლები ზედიზედ მეორედ მოიგებდნენ. ბურთს ინგლისი ფლობდა, თუმცა რიგ მომენტებში მასპინძლები სახიფათოდ უტევდნენ და "სამი ლომი" მოპოვებულ ერთ ქულას "ტორინოს" კიპერს უნდა უმადლოდეს. საბოლოოდ, მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ლიტვამ მალტა ვილნიუსში 2:0 დაამარცხა და მეორე ადგილზე 5 ქულით გადაინაცვლა. ბალტიისპირელები სლოვენიას ბურთების უკეთესი მაჩვენებლით უსწრებენ, ხოლო ლიდერ ინგლისს ორი ქულით ჩამორჩებიან. მშრალი სერია შეწყვიტა სლოვაკეთმა, რომელმაც 3:0 დაამარცხა შოტლანდია. მასპინძლებს აქამდე არც გოლი ჰქონდათ გატანილი და არც ქულა გააჩნდათ.
11 ნოემბერს, მომდევნო ტურში ბრიტანული დერბი გაიმართება, სლოვაკეთი შედეგის გაუმჯობესებას ლიტვასთან შინ შეეცდება, ხოლო ყველაზე იოლი მატჩი სლოვენიას სტუმრად მალტასთან ელოდება.
ლიტვა - მალტა 2:0 (VIDEO)
სლოვაკეთი - შოტლანდია 3:0 (VIDEO)
სლოვენია - ინგლისი 0:0 (VIDEO)
1. | ინგლისი | 3 | 2 | 1 | 0 | 3:0 | 7 | |
2. | ლიტვა | 3 | 1 | 2 | 0 | 5:3 | 5 | |
3. | სლოვენია | 3 | 1 | 2 | 0 | 3:2 | 5 | |
4. | შოტლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 6:5 | 4 | |
5. | სლოვაკეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 3:2 | 3 | |
6. | მალტა | 3 | 0 | 0 | 3 | 1:9 | 0 |