ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ Marca-მ ლა ლიგაში მოთამაშე ტოპ 5 ამომავალი ვარსკვლავი დაასახელა, რომლებითაც ინგლისური კლუბები ინტერესდებიან. გთავაზობთ ამ მოთამაშეების ჩამონათვალს.
ფრან ვილალბა (“ვალენსია” – 19 წლის)
თინეიჯერი ცენტრალური ნახევარმცველი “ღამურების” პირველ გუნდში რამდენჯერმე უკვე გამოჩნდა და სამომავლოდ, ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. ფეხბურთელით “მანჩესტერ იუნაიტედი” სერიოზულად ინტერესდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვილალბა სულ მალე “ვალენსიასთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
სერხიო გომესი (“ბარსელონა” – 16 წლის)
16 წლის მარცხენა ვინგერის შეძენით “ლივერპულია” დაინტერესებული. ცნობისთვის, გომესი “ბარსელონას” აკადემიაში 11 წლიდან თამაშობს.
პედრო რუისი (“რეალი” – 16 წლის)
პედრო რუისი ამპლუით თავდამსხმელია. მისით პრემიერლიგის ორი მოწინავე კლუბია დაინტერესებული: “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი”, თუმცა “რეალს” მისი გაშვება არ სურს.
იანდრო ორელიანა (“ბარსელონა” – 16 წლის)
კიდევ ერთი ძალიან ნიჭიერი მოთამაშე, რომელიც “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობს. თინეიჯერი ნახევარმცველით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული.
უნაი სიმონი (“ბილბაო” – 19 წლის)
ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ესპანელი კიპერია, რომლის თამაშებს არაერთი ინგლისური კლუბის სკაუტები დასწრებია. თუმცა, “ბილბაოს” ხელმძღვანელობა მის გაყიდვას არ აპირებს და მისი სახით, გორკა ირაისოსის ღირსეული შემცვლელი ეგულებათ.