კალათბურთი

16:42 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

„დინამო“ ერთპიროვნული ლიდერია

საკალათბურთო სუპერლიგის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი „დინამო“ და ერთ-ერთი აუტსაიდერი „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. ქვეყნის ვიცე ჩემპიონმა და თასის მფლობელმა „დინამომ“ სეზონი კარგად დაიწყო -სუპერ თასი და დუდუ დადიანი მემორიალი მოიგო, ხოლო მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ 2 თამაშის მოგების შემდეგ ლიდერთა შორის იმყოფებოდა. რაც შეეხება ზღვისპირელებს, ჩემპიონატში ზედიზედ 2 თამაში წააგეს და აუტსაიდერთა შორის აღმოჩნდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ტაიმი ფრედ 46:46 დასრულდა. მეორე ტაიმში, როცა ჭეიშვილი მსაჯებმა სარბიელიდან გააძევეს, „სოხუმის“ გუნდი აირია და უპირატესობას „დინამო“ დაეუფლა. დარჩენილ დროში ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, 111:76 შეძლეს მეტოქის დამარცხება და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ. „დინამო“ ერთადერთი გუნდია სუპერლიგაში, რომელსაც ჯერ თამაში არ წაუგია და ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. მესამე მეოთხედში დარბაზში შუქი ჩაქრა და თამაში დაახლოებით 15-20 წუთით შეწყდა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა „დინამოს“ უკანახაზელმა მიხეილ ჭოჭუამ დააგროვა. რაც შეეხება მის თანაგუნდელ, ცენტრალურ თავდამსხმელ ნიკოლა მარავიჩს, ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - მის ანგარიშზე 11 ქულა და 9 მოხსნაა. სოხუმელთა შორის 18 ქულით ყველაზე შედეგიანი უკანახაზელი ფილიპ მილერი იყო.

ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „მგზავრები“ და „ოლიმპი“ ხვდებიან.

„სოხუმი“ – „დინამო“ 76:111

(23:21, 23:25, 15:27, 15:38)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.10141