„მგზავრები“-„ოლიმპის“ შეხვედრით დასრულდა საქართველოს ვაკ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატი მესამე ტური. ამ შეხვედრაში მონაწილე გუნდებს მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებული ყველა მატჩი წაგებული ჰქონდათ. შემადგენლობიდან გამომდინარე, დიდ უპირატესობას ვერცერთს მიანიჭებდი. შეხვედრამ „ოლიმპის“ სრული უპირატესობით ჩაიარა, რომელმაც დიდი ანგარიშით 88:49 შეძლო მეტოქის დამარცხება და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი „ოლიმპის“ ამერიჯელმა ფორვარდმა ტრე ბურმეთმა აჩვენა, რომელმაც 26 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. რაც შეეხებათ „მგზავრებს“, მათ შორის 14 ქულით ყველაზე შედეგიანი უკანახაზელი ოთარ ფხაკაძე იყო.
„მგზავრები“ – „ოლიმპი“ 49:88
(8:17, 13:28, 15:20, 19:23)
1 | დინამო | 3 | 3 / 0 | 270 / 219 | 6 |
2 | ბათუმი | 3 | 2 / 1 | 273 / 249 | 5 |
3 | ქუთაისი | 3 | 2 / 1 | 267 / 247 | 5 |
4 | რუსთავი | 3 | 2 / 1 | 237 / 223 | 5 |
5 | ოლიმპი | 3 | 1 / 2 | 213 / 199 | 4 |
6 | სოხუმი | 3 | 0 / 3 | 234 / 292 | 3 |
7 | კაკტუსი | 2 | 1 / 1 | 146 / 166 | 3 |
8 | მგზავრები | 2 | 0 / 2 | 140 / 185 | 2 |