ფეხბურთი

19:58 | 31.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა საუკეთესოებს 9 იანვარს დააჯილდოვებს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია 2016 წლის საუკეთესოთა დაჯილდოვების ცერემონიალს დამდეგი წლის 9 იანვარს ციურიხში გამართავს. ამის შესახებ ფიფას ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის, გამოვლინდებიან წლის საუკეთესო გოლის ავტორი, ფეირ-პლეის პრიზის და ფიფას მიერ წლის საუკეთესო გულშემატკივრისთვის დაწესებული ახალი ჯილდოს (FIFA Fan Awards) მფლობელები.

ფიფა 1-დან 4 ნოემბრამდე დაასახელებს თითოეულ ნომინაციაზე წარდგენილ 10 პრეტენდენტს, წლის საუკეთესო ფეხბურთელის კანდიდატთა სია 23 მოთამაშით დაკომპლექტდება. 2 დეკემბერს კი თითოეულ პრიზზე წარდგენილთა რაოდენობა სამ-სამ ნომინანტამდე შემცირდება.

როგორც ცნობილია, 2010 წლიდან საუკეთესოებს ფიფა და France Football-ი ერთად ავლენდნენ, თუმცა სექტემბერში გამოცხადდა, რომ მხარეებმა კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვეს და “ოქროს ბურთის” მფლობელის გამოსავლენ ღონისძიებას ფრანგული გამოცემა ცალკე ჩაატარებს.

თეგებიFIFA Football Awards
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165167