ფეხბურთი

19:49 | 7.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ენამოსწრებული იბრაჰიმოვიჩი

“მანჩესტერის” შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინგლისურ პრემიერლიგაში კვირას, “სუონსისთან” დუბლი გაიფორმა, ერთ-ერთი გოლი კი პრემიერლიგის ისტორიაში საიუბილეო, 25 000-ე გამოდგა. ამასთან დაკავშირებით, ზლატანმა თამაშის შემდეგ ჩვეულ სტილში გაიხუმრა:

“ვიცი, რომ 25 ათასი გოლის გატანა პრემიერლიგაში მარტოც შემეძლია”, - იხუმრა ზლატანმა.

“მანჩესტერმა” “სუონსის” იბრას დუბლითა და პოლ პოგბას გოლით 3:1 მოუგო. პრემიერლიგაში პირველი გოლი 1992 წლის 25 აგვისტოს გავიდა.

0.100865