ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ Marca–მ ლა ლიგის მე-11 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორ-ორი მოთამაშე “ალავესიდან”, “მალაგადან” და “სოსიედადიდან” არიან წარდგენილნი, რომელთაც თავიანთი შეხვედრები მოიგეს.
ტურის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: პაჩეკო (“ალავესი”);
მცველები: რაულ ნავასი (“სოსიედადი”), ნაჩო (“რეალი”), რონკალია (“სელტა”), ტეო ერნანდესი (“ალავესი”);
ნახევარმცველები: ტრიგეროსი (“ვილიარეალი”), ხონათან ვიერა (“ლას პალმასი”), ონტივეროსი (“მალაგა”);
თავდამსხმელები: მესი (“ბარსელონა”), სანდრო (“მალაგა”), ველა (“სოსიედადი”).