“მანჩესტერის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ პარიზში ხანგრძლივი ცხოვრების მიუხედავად, ეიფელის კოშკი არასდროს უნახავს. სკანდინავიელი თურმე პარიზელებზე გაბრაზებული ყოფილა, ჩემი ქანდაკება არ დადგეს ქალაქშიო.
“მანჩესტერი საუკეთესოა იმ ქალაქებს შორის, სადაც აქამდე მიცხოვრია. პარიზს რაც შეეხება, იქ 4 წელი ვიყავი, მაგრამ ეიფელის კოშკი ერთხელაც არ მინახავს. მე მათ ვთხოვე, ჩემი ქანდაკების დადმა, მაგრამ ეს არ გააკეთეს – ეიფელს მაშინ ვნახავ, როცა პარიზში ძეგლს დამიდგამენ”, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.