კალათბურთი

15:10 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,მგზავრებს’’ ლეგიონერებში არ უმართლებს

სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრები’’ ოჯახური მდგომარეობის გამო ამერიკელმა ფორვარდმა ზაქარი რეინოლდსმა დატოვა. ამის შესახებ worldsport.ge -ს ,,მგზავრების’’ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.

,,ზაქარი რეინოლდს ამერიკაში ძმა გარდაეცვალა და გუნდი ამ მიეზით დატოვა’’- გვითხრა ბერიშვილმა.

შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ,,მგზავრებს’’ ლეგიონერებში არ უმართლებთ. რეინოლდსამდე გუნდი დევინ ფოსტერმა დატოვა, რომელსაც ფეხის სერიოზული ტრავმა აღმოაჩნდა. კიდევ ერთი ლეგიონერი კალებ კრეიტონი კი ტრავმირებულია და არავინ იცის, პარკეტს როდის დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165437