ფეხბურთი

20:16 | 23.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

შვედეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს. როგორც ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კლუბის ხელმძღვანელობა მისით კმაყოფილია.

"მისი სიტუაცია ნათელია. მას 1+1 სისტემის კონტრაქტი აქვს და შევეცდებით ზლატანმა მეორე სეზონიც ჩვენთან გაატაროს. ფეხბურთელი მანჩესტერში ცხოვრებით და თამაშით კმაყოფილია. კარიერის ბოლოს ყველაზე დიდი გამოწვევა აქვს და მისთვის "მანჩესტერი" იდეალური ადგილია." - განაცხადა მოურინიომ.

ზლატანი "იუნაიტედში" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

0.091053