ჭადრაკი

13:00 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიუ იორკში ანგარიში გათანაბრდა

ნიუ იორკში (აშშ) მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაში მე-10 ტურის პარტია გაიმართა. ამჯერად გათამაშდა ამ მატჩში ყველაზე პოპულარული - ესპანური პარტია. მე-20 სვლაზე კარიაკინს ყაიმის შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა. რუსმა მოჭადრაკემ 56-ე სვლაზე საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ეს უპირატესობა კარლსენმა კარგად გამოიყენა. ამის შემდეგ კარიაკინი თავს კი იცავდა, მაგრამ პარტიაში, რომელიც 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, 75-ე სვლაზე თავი დამარცხებულად გამოაცხადა.

ანგარიში გათანაბრდა - 5:5. დღეს მოჭადრაკეები ისვენებენ. სერიის დასრულებამდე დარჩა 2 კლასიკური პარტია. თუ ამის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, მაშინ ჩემპიონის ვინაობას ბლიც-პარტიები დაასახელებს.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169305