ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირების მონაწილე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი პრესკონფერენციაზე გამოუცხადებლობისათვის დააჯარიმეს. ჯარიმის სახით კარლსენს იმ თანხის 10% დაექვითება, რომელიც ასპარეზობის დასრულების შედეგ ერგება.
შეგახსენებთ,რომ მე-8 პარტიაში პრეტენდენტ სერგეი კარიაკინთან დამარცხების შემდეგ კარლსენი პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა.